სოფელ ეშტიის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი საგზაო უსაფრთხოების თემაზე წარმატებით განახორციელეს. სამოქალაქო განათლების პედაგოგის და ადგილობრივი პოლიციელის დახმარებით მოსწავლეებმა შეისწავლეს რა არის საგზაო უსაფრთხოება, რა როლი ეკისრება პოლიციელს და თითოელ მოქალაქეს საგზაო უსაფრთოების დაცვის საკითხში, როგორია საგზაო მოძრაობის…
სიახლე
სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები კახეთის რეგიონიდან საკლასო პროექტს ნაადრევი ქორწინების თემაზე ახორციელებენ
პროექტის საწყის ეტაპზე, მოსწავლეებმა შექმნეს კითხვარი და როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ ფორმატში ნაადრევი ქორწინების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა გამოკითხეს. რა იცით ნაადრევი ქორწინების შესახებ? არსებობს თუ არა ნაადრევ ქორწინებაში მშობლების ზეგავლენა? რა არის ნაადრევი ქორწინების ძირითადი მიზეზები? – ამ თემებზე მოსწავლეები…
თბილისის №119 საჯარო სკოლის მოსწავლეების და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის თანამშრომლობით გლდანში დამატებითი მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა
ეს კარგი ამბავი თბილისის №119 საჯარო სკოლის მოსწავლეების და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.მოსწავლეებმა გლდანის მოსახელობა გამოკითხეს, რომელმაც ერთ-ერთ პრობლემად მუნიციპალური ტრანსპორტის ნაკლებობა დაასახელა. ეს, განსაკუთრებით №119 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ავჭალის რაიონის ტერიტორიაზე გადაადგილებას ურთულებდა. აღნიშნული…
სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა აჭარის რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მათ მიერ განხორციელებული სასკოლო სამოქალაქო პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს
ეხვედრას, რომელიც აჭარის რეგიონში სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ მიღწევებს და სასკოლო სამოქალაქო პროექტების მხარდაჭერას ეხებოდა მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, პარტნიორი სკოლების დირექტორები და პროგრამის კურსდამთავრებულები დაესწრნენ. მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონში მოსწავლეების მიერ სათემო საჭიროებების მოგვარების მიზნით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე და…
მესტიის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების დახმარებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი მჟავე წყალი ხელმისაწვდომი გახდა.
საკლუბო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით მათი სკოლის ტერიტორიაზე არსებული მჟავე წყლის სათავე მოაპირკეთეს, დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია და მჟავე წყალი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადეს. წყლის სამკურნალო თვისებების შესწავლის მიზნით, მოსწავლეები მომავალში მჟავე წყლის ანალიზის ჩატარებას გეგმავენ. ამის შემდეგ კი, ადგილობრივი…
სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების კამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ადგილობრივ თემში საინფორმაციო კამპანია აწარმოეს. ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ჩვევების უარყოფითი ზეგავლენის და ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებმა საინფორმაციო პოსტერები დაამზადეს და სოფელში თვალსაჩინო ადგილებზე გამოაკრეს. ამავე თემაზე…
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ დღეს განსხვავებული აქტივობებით გამოეხმაურნენ. მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, ვიქტორინები და მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიმართა დისკუსია ბავშვთა უფლებების თემაზე. ასევე, სასკოლო სივრცეში მოეწყო კედლის, ასფალტის მოხატვა და პოსტერების გამოფენა ბავშთა უფლებების დაცვის…
პროექტი არა ნაადრევ ქორწინებას! მარნეულის №1 საჯარო სკოლაში
,,ნაადრევი ქორწინება აზიანებს მოზარდის ჯანმრთელობას”,,ნაადრევი ქორწინება ხელს უშლის თვითრეალიზებას”,,ნაადრევი ქორწინება ზრდის ოჯახური ძალადობის შემთხვევებს”,,ნაადრევი ქორწინება ქმნის ოჯახის დანგრევის რისკს”,,ნაადრევი ქორწინება ამცირებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს”. ეს გზავნილები მარნეულის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის „არა ნაადრევ ქორწინებას!“ ფარგლებში მოამზადეს. სასკოლო სამოქალაქო კლუბის…
მწვანე სკოლის პროექტი სოფელ აძვში
სოფელ აძვის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა შიდა ქართლის რეგიონში დაასრულეს პროექტი „მწვანე სკოლა“. მოსწავლეებმა ითანამშრომლეს სკოლის დირექციასთან, პედაგოგებთან, მშობლებთან და სკოლის ეზოში მოაწყვეს სკვერი. მათ ადგილობრივი მოსახლეობისგან მოაგროვეს ნერგები, გაამზადეს საყვავილეები, დადგეს სკამები და გაამწვანეს სკვერის ტერიტორია.