ამჯერად ადგილობრივმა თვითმმართველობამ მხარი დაუჭირა მოსწავლეების ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებდა სოფელში არსებული სკვერის დასუფთავებას და სანაგვე ურნების განთავსებას. ასევე, საკრებულოს დეპუტატთან ერთად, მოსწავლეებმა მოაწყვეს გამწვანების აქცია.
სიახლე
სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ფოთის საზღვაო პორტში იმყოფებოდნენ.
პორტში სტუმრობისას მოსწავლეებმა გაიგეს როგორ ხდება ტვირთის გადაზიდვა, რატომ არის საერთაშორისო ვაჭრობა მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და რა როლს თამაშობენ ამ პროცესში საზღვაო ნავსადგურები. ასევე, მსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ფოთის პორტში ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე.
ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში მხიარული სტარტები და ფეხბურთის ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა.
აქტივობები მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. სახალისო სპორტულ აქტივობებთან ერთად, მოსწავლეებმა ასევე გაავრცელეს საინფორმაციო მასალები ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, მოიწვიეს ადგილობრივი ექიმი სემინარის ჩასატარებლად და ითანამშრომლეს ადგილობრივ სპორტსკოლასთან. პროექტის ფინალურ აქტივობებს დაესწრნენ…
გორის №9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანების უფლების შესახებ გამოფენა მოაწყვეს.
აქტივობა ამავე სკოლის მოსწავლეების პროექტის, “მომავლის გასაღების” ფარგლებში გაიმართა, რომელმაც მცირე გრანტი მოიპოვა. “მომავლის გასაღების” მიზანია მოსწავლეთა და მშობელთა ინფორმირება მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ასევე, არსებულ გამოწვევებზე რეაგირება და სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.გამოფენისთვის მოსწავლეებმა, ხელოვნების პედაგოგის დახმარებით, შექმნეს არატრადიციული…
სკოლა-ბიზნესის ფორუმი სამცხე-ჯავახეთში
ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეების მიერ შექმნილ 15 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას. ფორუმზე მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის…
კომპანია “დიომ” თბილისის #213 საჯარო სკოლის პროექტი დააფინანსა
მხარდამჭერმა კომპანიამ უკვე გამართა ონლაინ შეხვედრა მოსწავლეებთან, სადაც განიხილეს სამოქმედო გეგმა.პროექტი „იცხოვრე ჯანსაღად, იზრუნე მომავალზე“ მიზნად ისახავს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მის ფარგლებში მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას ჯანსაღი კვების შესახებ, შედეგებზე დაყრდნოით კი გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები. ასევე, სკოლის სპორტული დარბაზი…
დმანისის №3 საჯარო სკოლამ, მცირე გრანტის ფარგლებში, დაიწყო პროექტის „კიბერბულინგი და სიძულვილის ენის პრევენცია“ განხორციელება.
პირველ ეტაპზე, ჩატარდა შეხვედრა ციფრული მოქალაქეობის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა ციფრული მოქალაქეობის ექსპერტი მარიკა სიხარულიძე. შეხვედრის მსვლელობისას მოსწავლეებმა გაიგეს, თუ რას ნიშნავს იყო ციფრული მოქალაქე, რა არის კიბერბულინგი და რას გულისხმობს კიბერჰიგიენა. მიღებული ცოდნის საფუძველზე, მოსწავლეები გეგმავენ შექმნან და გაავრცელონ ორენოვანი…