მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიზნად დაისახეს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება. მათი სურვილი იყო, რომ თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, პროექტის დასასრულს ხელშესახები შედეგიც ჰქონოდათ. პროექტის დასასრულს სკოლაში მოეწყო სენსორული კუთხე, ადაპტირებული რესურსებით, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებს გაუადვილებს სასკოლო გარემოში…
სიახლე
მიმდინარე წლის ბოლო, მე-11 სკოლა-ბიზნესის ფორუმი კახეთში გაიმართა
მოსწავლეებმა ადგილობრივ კერძო სექტორს 14 პროექტი წარუდგინეს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვან სოციალურ და გარემოსდაცვით თემებს ეხება. მოსწავლეების მიზანი იყო მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანკების პოვნა, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პროექტების განხორციელებაში. ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის პეციალისტმა ელენე ჩხეიძემ.…
კომპანია “დიოს” დაფინანსებით, თბილისის №213 სკოლის მოსწავლეების იდეა რეალობად იქცა.
პროექტი “იცხოვრე ჯანსაღად, იზრუნე მომავალზე” მოსწავლეებმა თბილისში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე წარადგინეს და “დიოს” მხარდაჭერა მოიპოვეს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა ჯანსაღი ცხოვრების შესახებ და გამართეს შეხვედრები სპეციალისტებთან. მათ ასევე მოაწყვეს “მხიარული სტარტები” და “კულინარიული დუელი”.დასკვნით ეტაპზე სკოლას ეწვია “დიო”-ს თანადამფუძნებელი…
იმერეთში 2022-23 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ქუთაისში შეკრებილ 300-მდე ადამიანს შორის იყვნენ პედაგოგები, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლამ. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინების საშუალებით წარმოადგინეს ფორუმ-თეატრი თემაზე “რა არის სამოქალაქო განათლება?”ასევე, ღონისძიების მსვლელობისას დაჯილდოვდა მოსწავლეთა თვითმმართველობების სამი…
განვლილი აკადემიური წელი შევაჯამეთ გურიაშიც
რეგიონის მასშტაბით ჩვენს პროგრამაში 36 სკოლაა ჩართული, 2022-23 სასწავლო წლის შედეგი კი ასეთია:60 მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულო პროექტი80 სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული პროექტი15 თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებასთან14 სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებული8 კამპანია/აქცია და ა.შ.ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა…
ახალციხის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით, მუნციპალიტეტის მასშტაბით ფრენბურთის ტურნირი გაიმართა.
ტურნირში პროგრამაში ჩართული 8 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, გამარჯვებული კი სოფელ ანის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მეორე საპრიზო ადგილი სოფელ ურაველის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა “საუკეთესო გულშემატკივართა გუნდის” ნომინაციაში კი სოფელ კლდის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.
განვლილი აკადემიური წელი ამჯერად აჭარის რეგიონში შევაჯამეთ
აჭარის მასშტაბით ჩვენს პროგრამაში 72 სკოლაა ჩართული. 2022-2023 აკადემიურ წელს ამ სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებმა 96 პროექტი განახორციელეს და 18-ჯერ ითანამშრომლეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ამავდროულად, 140 პროექტი განახორციელეს სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიაში სტაჟირება გაიარა 33-მა მოსწავლემ. დღეს…
რუსთავში აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ქვემო ქართლის მასშტაბით ჩვენი პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში შეიკრიბნენ. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა განვლილი წელი შეაჯამეს და დამსწრეებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტები წარუდგინეს. ასევე, წარმოადგინეს ფორუმ-თეატრი ოჯახში ძალადობის თემაზე. გამორჩეული მოსწავლეები და პედაგოგები…
ახალციხეში კონკურსის ,,ბავშვთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმები და პრევენციის გზები“ შედეგების შეჯამება და დაჯილდოება გაიმართა.
ნახატების ნომინაციაში გამარჯვებულები არიან: I ადგილი – მაია ლომიძე, წაღვერის საჯარო სკოლა. II ადგილი – მარიამ ჭელიძე, ახალციხის №5 საჯარო სკოლა. III ადგილი – ნინო კაპანაძე, ანის საჯარო სკოლა.ვიდეორგოლების ნომინაციაში გამარჯვებულები არიან: I ადგილი – მარიამ ტაბატაძე, ახალციხის №1 საჯარო…