ისი მიზანი იყო, რომ თოჯინების თეატრის დახამრებით, სკოლაში აემაღლებინათ ცნობიერება სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს თოჯინების ესკიზები და გაიარეს მასტერკლასები ხაშურის თოჯინების თეატრის დასის წევრ მსახიობებთან. შემდეგ შეარჩიეს თემატიკა, დაწერეს სცენარი და შექმნეს დეკორაციები. მოსწავლეების მიერ დადგმულ სპექტაკლების…
სიახლე
პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, ქუთაისის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ.
მოზარდები გაეცნენ ფილმის, ანიმაციის, ვიდეო თამაშებისა და სარეკლამო ინდუსტრიებში მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორებიცაა კომპოზიტორი და შემოქმედებითი ბიზნესის მენეჯერი.შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით. სესია ჩაატარეს POSTRED-ის თანადამფუძნებელმა და კომპოზიტორმა, POSTRED Academy-ის ლექტორმა ზვიად მღებრმა (მღებრიშვილმა) და კომპანიის მმართველმა…
,,სპორტ დრაივი-ჯანმრთელი მომავლისთვის’’ ხაშურის №6 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტია, რომელმაც “ჰაიდელბერგცემენტის” მხარდაჭერა მოიპოვა.
კომპანიის დაფინანსებით, მოსწავლეებმა ჩაატარეს ჩემპიონატი ჭადრაკში და მოაწყვეს “მხიარული სტარტები”. ორგანიზების პროცესში ითანამშრომლეს მშობლებთან, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან. ასევე, პროექტის ფარგლებში გაიმართა სპორტული კვირეული, რომელიც მოიცავდა სამაგიდო თამაშების ტურნირს, იოგას მასტერკლასს და სხვა აქტივობებს.
აკადემიური წლის დასასრული შიდა ქართლის რეგიონში!
გორში გამრთულ ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და USAID-ის წარმომადგენელი ნინკა ბუაჩიძე. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენი პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დამსწრეებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტები წარუდგინეს და მიღებულ…
აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში
რეგიონის მასშტაბით ჩვენს პროგრამაში 20 სკოლაა ჩართული. ამ სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებმა, განვლილ აკადემიურ წელს 40 პროექტი განახორციელეს, ხოლო სამოქალაქო კლუბებმა – 42. მიღწეული შედეგების შესაჯამებლად, მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის ადმინსტრაციის წევრები ამბროლაურში, #2 საჯარო სკოლაში შეიკრიბნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი…
აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება კახეთში
პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები ამჯერად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიკრიბნენ. ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის – მედია ცენტრი კახეთის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოღწეული შედეგები, ხოლო მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ განხორციელებული გამორჩეული პროექტები. ღონისძიებაზე ისაუბრეს პროგრამის…
აკადემიური წლის შეჯამება მცხეთა-მთიანეთში
ჩვენი პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები გუშინ მცხეთაში, #2 საჯარო სკოლაში შეიკრიბნენ. მოსწავლეებმა სტუმრებს მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგები წარუდგინეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და USAID-ის წარმომადგენელი ნინო უძილაური. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის, NGO-ების და კერძო…
აკადემიური წლის შემდეგი შემაჯამებელი ღონისძიება თბილისში გაიმართა.
ღონისძიება გახსნა პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ, რომელმაც 2022-23 წელს მიღწეული შედეგები მიმოიხილა. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტები წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. თბილისის რეგიონში ჩვენი პროგრამა 70 სკოლასთან თანამშრომლობს, განვლილი წლის სტატისტიკა კი ასეთია:
განვლილი აკადემიური წელი ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთში შევაჯამეთ.
ფოთში გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ჩვენს პროგრამაში 74 სკოლაა ჩართული. განვლილი აკადემიური წლის განმავლობაში ამ სკოლების თვითმმართველობებმა 130-მდე, სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა კი 145-მდე პროექტი განახორციელეს. ღონისძიების…