“აწყურის ტრენინგ-ბანაკი ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო და ახალი შესაძლებლობებით სავსე იყო. პოზიტიური და კვალიფიციური ტრენერები სიღრმისეულად გვიხსნიდნენ, როგორ უნდა წარგვემართა პრეზენტაცია სწორად, გავმხდარიყავით წარმატებული ლიდერები და ა.შ. ასევე, იყო უამრავი დაგეგმილი…
Category
წარმატების ისტორიები
თამარ ჯინჭარაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლე და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეა.
“როცა თვითმმართველობის თავჯდომარედ ამირჩიეს, არანაირი გამოცდილება არ მქონდა ამ მიმართულებით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ კი საშუალება მომცა შემეძინა ის უნარები, რომლებიც დამეხმარა მუშაობის პროცესში. ვისწავლე თუ როგორ ვითანამშრომლო თემთან, დირექციასთან,…
“USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა არის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, როგორც პიროვნულად, ასევე კარიერულად. იმ უნარებისა და ცოდნის უმეტესობა, რაც მაქვს, შევიძინე სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით.” – ამბობს მარი მალვენოვი, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე.
მარი მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეა და ამ დროისათვის 17 სხვადასხვა პროექტი აქვს განხორციელებული. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, რის გამოც, საკუთარ თემში, მეგობრებთან ერთად, არაფორმალური კლუბები…