2015 წლის 21 თებერვალს, მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას გეგმავენ. მოსწავლეები საზოგადოებაში ფლაერებს დაარიგებენ, რომელზედაც ასახული იქნება ბარბარიზმები და მათი შესატყვისი ქართული სიტყვები. მოსწავლეთა ინიციატივას წინ…
სიახლე
აქცია – „დაიცავი თავი საფრთხისგან“
2015 წლის 2 თებერვალს ქ.თბილისის N150 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა განახორციელეს ინიციატივა სახელწოდებით “დაიცავი თავი საფრთხისაგან. პროექტის მიზანი საგზაო წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება გახლდათ. ინიციატივის განხორციელების საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მეშვეობითაც აღმოაჩინეს, რომ საგზაო მოძრაობის…
აჭარის სამოქალაქო კლუბების წევრების ვიზიტი ბათუმის საკრებულოში
2015 წლის 13 თებერვალს, აჭარის სამოქალაქო კლუბების წევრები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ბ-ნ ირაკლი ჩავლეიშვილს და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ საკრებულოს სტრუქტურის და დაგეგმილი სამუშაოების გაცნობის მიზნით. შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ საკრებულოში მოქმედი კომისიების და ფრაქციების მუშაობის სფეროებს და განხორციელებულ საქმიანობას. საკრებულოს თავმჯდომარემ…
მოსწავლეები სოფლის ეკოლოგიაზე ზრუნავენ
2015 წლის 16 თებერვალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, სოფელში სუფთა გარემოს შექმნის მიზნით, საინფორმაციო კამპანია და დასუფთავების აქცია ჩაატარეს. თემის წევრებისა და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით კლუბის წევრებმა სკოლაში კედლის გაზეთი გამოუშვეს, საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს…
სვირის საჯარო სკოლაში თემის საჭიროებების კვლევის შედეგებზე იმსჯელეს
2015 წლის 13 თებერვალს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში თემის საჭიროების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. სამოქალაქო კლუბის ლიდერებმა ლალი და თიკო უჩიძეებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები. გამოვლინდა, რომ მოსახლეობისათვის ყველაზე მწვავე პრობლემას სასმელი წყლის არა რეგულარული მიწოდება და დაბალი ხარისხი, …
,,ქალზე ძალადობა დანაშაულია _ შეაჩერე!“
2015 წლის 11 თებერვალს სამოქალაქო კლუბ “ნინევიას” წევრებმა, პროგრამა “მომავის თაობის” ფარგლებში ჩაატარეს შეხვედრა თემაზე “ქალზე ძალადობა დანაშაულია_ შ ე ა ჩ ე რ ე !” კლუბის წევრებმა თემში ჩაატარეს კვლევა, გამოიკითხა სხვადასხვა ასაკის 50 რესპონდენტი, კითხვები გენდერულ თანასწორობას ეხებოდა.…
კონფერენცია ოჯახური ძალადობის თემაზე
2015 წლის 10 თებერვალს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა კონფერენცია ოჯახური ძალადობის თემაზე. კონფერენციას წინ უძღვოდა პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში ორგანიზებული ესეების კონკურსი. კონფერენციის მსვლელობის დროს წარმოდგენილი და განხილული იყო ჟიურის მიერ საუკეთესო ნაშრომად დასახელებული ბოგვის საჯარო სკოლისა და რუსთავის…
სემინარი ადამიანის უფლებების თემაზე
2015 წლის 11 თებერვალს, სიქა-ს მოხალისეებმა პოლონეთიდან, ჯანდარისა და კალინინოს აზერბაიჯანული საჯარო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებს ჩაუტარეს სემინარი ადამიანის უფლებების თემაზე. შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების დეკლარაციის შესახებ, ასევე მიმოიხილეს საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მათი შეხედულებები…
პროექტი – გადავარჩინოთ ქართული ფუტკარი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი სახელწოდებით ,,გადავარჩინოთ ქართული ფუტკარი და მეფუტკრეობა;;. პროექტს წინ უძღოდა კვლევა პოპულარული და არაპოპულარული პროფესიების გამოსავლენად, რომელიც მოსწავლეებმა სკოლაში ჩაატარეს. გამოიკითხა 120 მოსწავლე. კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდებისთვის ყველაზე პოპულარულ…
კონფერენცია ნაადრევი ქორწინების თემაზე ციხისძირში
2015 წლის 10 თებერვალს, პროგრამა ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, ციხისძირის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნათია შიბდიროვისა და სამოქალაქო კლუბ ,,სუფთა მწვანეს“ ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია ნაადრევი ქორწინების თემაზე. კონფერენციას 70-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. ეს საკითხი პრობლემას წარმოადგენს სკოლისათვის, რადგან თემშიც და…