2015 წლის 3 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ბ–ნმა რიჩარდ ნორლანდმა შიდა ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების კონკურსის „ქალი აქტიური მოქალაქე“ მონაწილე საუკეთესო თხზულებების ავტორები დააჯილდოვა. შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას გორის მერი, შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის…
სიახლე
ონლაინ კონფერენციის სტუმრები – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები
2015 წლის 26 თებერვალს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში, გაიმართა ონლაინ კონფერენცია სამოქალაქო განათლების თემატიკაზე. კონფერენციის სტუმრები იყვნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები: ქ-ნი მონიკა გორზელანსკა – პროგრამის ოფიცერი და ქ-ნი შამენა გალი – სოფლისმეურნეობის ოფიცერი. ონლაინ კონფერენციის განმავლობაში ქ-ნი…
საკლასო პროექტი ,,წყალი-სიცოცხლე“
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი ,,წყალი-სიცოცხლე“ განახორციელეს. სოფელ გუთურში არ არის ცენტრალიზებული წყალსადენი და მოსახლეობა ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ ჭის წყალი სასმელად უვარგისია, თუმცა მოსახლეობა იძულებულია ის…
მომავლის თაობა გმობს ძალადობას
2015 წლის 25 თებერვალს გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში გაიმართა ღონისძიება ,,მომავლის თაობა გმობს ძალადობას“. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ძალადობის თემაზე მომზადებული ფორუმ თეატრის სპექტაკლი, რის შემდეგაც დამსწრე აუდიტორიამ იმსჯელა ძალადობის პრევენციის გზებზე. შეხვედრაზე სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ სკოლებში ძალადობის…
ესეების კონკურსი ადამიანის უფლებებზე
2015 წლის 26 თებერვალს, სახალხო დამცველის ქუთაისის ფილიალის ოფისში, ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე ესეების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართა. კონკურსში სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; იმერეთის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ფინალში კომპეტენტური ჟიურის წინაშე ესეები თავად ავტორებმა წარადგინეს. ჟიურის წევრებმა სახალხო…
სასწავლო ვიზიტი იმერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის
2015 წლის 20 თებერვალს იმერეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის სასწავლო ვიზიტი მოეწყო საქართველოს პარლამენტსა და ქუთაისის იუსტიციის სახლში, რომელშიც 24 მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოს პარლამენტში მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, სხდომათა დარბაზი, გაეცნენ საპარლამენტო კომიტეტების და მედია ცენტრის მუშაობის პრინციპებს.…
მოსწავლეთა შეხვედრა თიბისი ბანკის ქუთაისის ფილიალის დირექტორთან
2015 წლის 20 თებერვალს, იმერეთის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები თიბისი ბანკის ქუთაისის ფილიალის დირექტორს, ბატონ პაატა წოწონავას შეხვდნენ. შეხვედრას 26 კლუბის წევრი ესწრებოდა. ბატონი პაატა ახალგაზრდებს საქართველოში ერთერთი ყველაზე წარმატებული ბანკის მიერ განვლილ გზაზე ესაუბრა. მოსწავლეებს გააცნო თავისი მიღწევები და…
აქცია „ვისწავლოთ სწორი გადაადგილება“
2015 წლის 26 თებერვალს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის ჩატარდა მოდელირებული ტრენინგი ადვოკატირების კამპანიის განხორციელების და უსაფრთხო გადაადგილების შესახებ. ტრენინგი აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის ტრენერების ფასილიტაციით ჩატარდა. ტრენინგს სამოქალაქო კლუბების 25 წევრი დაესწრო. ტრენინგის შემდეგ, მონაწილეებმა დაგეგმეს…
21 თებერვალი- მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, დავიცვათ ენა ბარბარიზმებისგან!
2015 წლის 21 თებერვალს, მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს, სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. “კლუბების ერთ-ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეებს დაგვებადა აზრი მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, რაც შეიძლება მასშტაბურად აგვეღნიშნა, რისთვისაც სოციალური…
აქცია „გარემოს დაცვა – მწვანე ყუთი” გრძელდება
2015 წლის 17 თებერვალს, თბილისის სკოლა „ივერონის“ სამოქალაქო კლუბის წევრებმა საბურთალოს გამგეობის შენობაში ორი მწვანე ყუთი დადგეს, რითაც საფუძველი ჩაუყარეს გამგეობაში მაკულატურის სისტემატიურ შეგროვებას. მწვანე ყუთების დადგმას წინ უძღვოდა 5 თებერვალს საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლების სტუმრობა სკოლაში. სტუმრებმა სამოქალაქო კლუბს 250…