2015 წლის 21 აპრილს, ქ. თბილისის №150 საჯარო სკოლაში გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გადაცემა. მოსწავლეებს და პედაგოგებს სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოები გადასცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და პროგრამის „მომავლის თაობა“…
სიახლე
საკლასო პროექტი – ,,ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია!”
2015 წლის 15 აპრილს, კასპის სკოლა-გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივით, საკლასო პროექტის ,,ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია!” ფარგლებში, ჩატარდა ჩემპიონატი კალათბურთში ვაჟებს შორის. ჩემპიონატი ჩატარდა კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების მხარდაჭერით და მასში მონაწილეობა მიიღეს დოესის, ქვემო ჭალის, კასპის №2 საჯარო…
ქვეშეთში მოსწავლეები სკოლისა და თემის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ
ქვეშეთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში სკოლისა და თემის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. სოფლის ბიბლიოთეკის დახურვის შემდეგ წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა. წიგნები ტომრებში და ყუთებში იყო ჩალაგებული და მკითხველს არ ჰქონდა მისი გამოყენების საშუალება. წიგნების ინვენტარიზაცია-მოწესრიგების პროცესში…
ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება
2015 წლის 17 აპრილს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში, გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარებული ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. ბლოგების კონკურსი 2015 წლის თებერვალში გამოცხადდა და მასში აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 110-მა IX-X კლასელმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აქედან ჟიურიმ 21 გამარჯვებული…
დასუფთავების აქცია – ,, არ დაყარო ნაგავი, გაახარე ნარგავი”
2015 წლის 8 აპრილს სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა” პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეთა ინიციატივით მოეწყო დასუფთავების აქცია. მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ახლომდებარე ტყე დაასუფთავეს. აქციას თან საინფორმაციო კამპანიაც ერთვოდა. კლუბის წევრებმა…
საინფორმაციო შეხვედრა ნაადრევი ქორწინების თემაზე
2015 წლის 8 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანდარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერების ინიციატივით და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ნაადრევი ქორწინების უარყოფით შედეგებზე სასაუბროდ და თემის წევრებთან შესახვედრად მოწვეული იყვნენ ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ წევრები. შეხვედრის მოწყობა განპირობებული იყო გოგონათა ნაადრევი…
მოსწავლეების ინიციატივით აღდგენილი გზა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მომავლისკენ“ მოსწავლეებმა, სოფლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს, სკოლასთან მისასვლელი გზის სავალალო მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეების შეხვედრას ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქ-ნი ფლორა ასკეროვაც ესწრებოდა. ქ-ნმა ფლორამ კლუბის წევრებს დახმარება აღუთქვა. მისი…
ოზურგეთის მზრუნველობამოკლებულ პირთა სასადილოში სამკითხველო კუთხე მოეწყო
2015 წლის 31 მარტს ოზურგეთის მზრუნველობამოკლებულ პირთა უფასო სასადილოში სამკითხველო კუთხე გაიხსნა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ოზურგეთის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების ინიციატივით. სამკითხველო კუთხეში განთავსდა მოსწავლეების ინიციატივით სკოლებში შეგროვებული წიგნები და ჟურნალები. ინიციატივას მხარი დაუჭირეს და მოსწავლეებს წიგნები…
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბის მცირე გრანტის პროექტი ,,კვამლში გახვეული ახალგაზრდობა“ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ეხება. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო აქცია მოაწყვეს. მათ დაამზადეს თემატური პოსტერები, ფლაერები და მოაწყვეს მსვლელობა სოფელში. მოსწავლეები ყველა შემხვედრს და დაინტერესებულ…
ნახატების გამოფენა აუტიზმის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა
2015 წლის 2 აპრილს ზუგდიდის არტ-გალერეაში მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლის გიგი სიჭინავას ნახატების გამოფენა აუტიზმის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და აუტიზმით დაავადებულ პირთა მიმართ ტოლერანტობის გაღრმავება. ღონისძიება, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში, სასკოლო სამოქალაქო…