2015 წლის, 5 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ნათია ჯოხაძე სამოქალაქო განათლების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს 2015 წლის 3 მაისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები დახმარებას გაუწევენ საქართველოს განათლებისა და…
სიახლე
ღია გაკვეთილი იმერეთში
2015 წლის 1 მაისს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, ქ. ქუთაისში შპს – ჩაღლარის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნოდარ ჭუმბურიძემ IX კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე „ბულინგი.“ შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის „მომავლის თაობა“ იმერეთის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი…
სტაჟირების პროგრამის მონაწილე „მოქალაქე ჟურნალისტები“ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენენ
2015 წლის მარტიდან სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები სტაჟირებას გადიან რეგიონალური გაზეთის „სამხრეთის კარიბჭე“ რედაქციაში. მათ უკვე ჟურნალისტური უნარ-ჩვევები და სტატიის წერისა და ონლაინ სიუჟეტების მომზადების პრინციპები შეისწავლეს. ამჟამად, პროგრამის მონაწილე „მოქალაქე ჟურნალისტები“ თეორიული სწავლებიდან…
პროექტი „უსაფრთხო გზა ქვეითს“
ქალაქ თბილისის №186 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „დელტა“ მიერ განხორციელდა მცირე გრანტის პროექტი „უსაფრთხო გზა ქვეითს“, რომლის მიზანი მოსახლეობისთვის საგზაო წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო აქტივობა განახორციელეს – დებატები, ტრენინგები, თემში გამართული…
პირველი რადიოგადაცემა ხაჯალიის საჯარო სკოლაში
2015 წლის 1 მაისს, მცირე გრანტის ,,ღია სივრცე“ ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლაში პირველი რადიოგადაცემა გავიდა. რადიოგადაცემის მოსასმენად მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად შეიკრიბნენ და ინტერესით ელოდნენ სიახლეს მათ სკოლაში. პირველი სიუჟეტი გაცნობითი ხასიათის იყო, მოსწავლეებმა ისაუბრეს მცირე გრანტის…
აქცია ,,სუფთა ფილტვები’’
ჭიათურის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ორთოდოქსები” წევრები ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. კლუბის წევრებმა გამწვანების აქცია დაგეგმეს და სკოლის დირექციასთან შეთანხმებით, ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ სულხან მახათაძეს მწვანე ნარგავების გამოყოფასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართეს. ქალაქის გამგებლის შუამდგომლობით…
ვიქტორინა „ჩვენ და სამოქალაქო განათლება“
2014 წლის 21 აპრილს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ვიქტორინა თემაზე „ჩვენ და სამოქალაქო განათლება“, რომელიც სკოლაში სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების პოპულარიზაციას და გაკვეთილზე ნასწავლი მასალის წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ვიქტორინაში მონაწილეობას იღებდნენ გორის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისგან…
საინფორმაციო შეხვედრა – „ჯავახეთის წყლები“
2015 წლის 21 აპრილს ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში, მე-10 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, გარემოს დაცვის თემაზე გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით “ჯავახეთის წყლები”. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც ეხებოდა ჯავახეთში არსებული მდინარეებისა და ტბების დაცვას დაბინძურებისაგან. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ჯავახეთის ჯანსაღი…
მოსწავლეთა ინიციატივით დედამიწის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
2015 წლის 22 აპრილს სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრთა ინიციატივით დედამიწის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გურიის რეგიონის 9 სკოლაში მოეწყო გამწვანებისა და დასუფთავების მასშტაბური აქციები, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები – თუ როგორ უნდა…
გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი
პროგრამის მომავლის თაობა ფარგლებში გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი სკოლებში სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 24 მაისი. საკონკურსო პირობების დეტალურად გაცნობის მიზნით შეგიძლიათ მიყვეთ ბმულს: http://initiatives.ge/index.php?m=7 . აქვე იხილეთ იმ სკოლების სია, რომელთაც შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება…