2015 წლის 25 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტი“ს საკონფერენციო დარბაზში მოეწყო ღონისძიება „მე აქტიური მოქალაქე“. ღონისძიების მიზანი იყო სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აჭარის რეგიონში პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების 80მდე წევრმა და 90-მა უმცროსი კლასის მოსწავლემ. ღონისძიებაზე…
სიახლე
თამარ ზუროშვილი – ახალგაზრდა ბლოგერი
კისისხევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თამარ ზუროშვილი ახალგაზრდა ბლოგერია. მან მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ორგანიზებულ სოციალური მედიის ტრენინგში და შექმნა ბლოგი. შემდეგ, ტრენინგზე მიღებული ცოდნა თანატოლებს გაუზიარა. ჩაატარა ორი თანატოლგანმანათლებლის ტრენინგი, როგორც საკუთარი სკოლის, ასევე…
„სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი – 2015“
2015 წლის 24 მაისს, ახალციხეში „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი – 2015“ გაიმართა. ფორუმი სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“, დემოკრატ მესხთა კავშირის, World Vision Georgiaს ინიციატივით ჩატარდა. ფორუმში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების ხუთი სასკოლო სამოქალაქო კლუბის 25 მოსწავლე მონაწილეობდა.…
“ფოტოგრაფია ძალადობის წინააღმდეგ”
2015 წლის 20 მაისს ხაშურის დ. ყიფიანის სახელობის სკოლა- პანსიონში, მცირე გრანტის პროექტის “ფოტოგრაფია ძალადობის წინააღმდეგ” ფარგლებში ძალადობის ამსახველი ფოტოების და ესეების გამოფენა მოეწყო. პროექტი, ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად და ამისათვის პრობლემის ხელოვნებაში, კერძოდ ფოტოგრაფიაში ასახვა…
ქსოვრისის მოსწავლეების პროექტი – ,,ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე“
2015 წლის 14 მაისს ქსოვრისის საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბმა ,,ბაზისი“ ,,მცირე გრანტების“ პროექტის ,,ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე“ პრეზენტაცია მოაწყო. პროექტი თემში არსებული პრობლემის – ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, ახალგაზრდებისა და საერთოდ, თემის ცნობიერების ამაღლებას და მათი დამოკიდებულებების შეცვლას ისახავდა მიზნად.…
ქვენატკოცის მოსწავლეების პროექტი „თანადგომა“
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, მცირე გრანტის პროექტის „თანადგომა“ ფარგლებში, მოსწავლეებისათვის დევნილი ოჯახებიდან, სკოლაში ხელსაყრელი პირობების შექმნაზე იზრუნეს. სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლაში სწავლობენ მოსწავლეები, რომლებიც დადიან მოხისის დევნილთა ჩასახლებიდან. მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სკოლა. უმცროსკლასელების საგაკვეთილო პროცესი…
ევროპის დღე ჯიხაშკარის სკოლაში
2015 წლის 22 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “ედელვაისი” მოსწავლეებმა ევროპის დღე აღნიშნეს. კლუბის წევრების ინიციატივით სკოლაში გამოცხადდა ნახატების კონკურსი თემაზე “საქართველო და ევროპა” და მოეწყო გამოფენა. კლუბის წევრებმა გამოფენაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის…
ჩემი დედამიწა
2015 წლის 6 მაისს, საბურთალოს ქუჩის ერთ-ერთ სკვერში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსში „ჩემი დედამიწა“ მონაწილე მოსწავლეების ფოტოების გამოფენა მოეწყო. სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებულ ფოტოკონკურსში თბილისის 20-მდე სკოლის 25-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის შედეგად სულ 6 გამარჯვებული გამოვლინდა,…
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მეოთხე წლიური კონფერენცია-გამოფენა
2015 წლის 16 მაისს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მეოთხე წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორი, ბ-ნი სტივენ ჰეიკინი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქ-ნი თამარ სანიკიძე და სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი, ქ-ნი…
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ლია გიგაური საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა
2015 წლის, 7 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ლია გიგაური სამოქალაქო განათლების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს 2015 წლის 3 მაისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები დახმარებას გაუწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო…