2015 წლის 14 ივნისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰეშტიის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და ამავე სკოლის დირექტორმა ბერნიკ ჰოვსეფიანმა მოსწავლეებისათვის და მოსწავლეთა მშობლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო, სადაც 13 ივნისს თბილისში მომხდარი სიტუაცია გააცნო და მოუწოდა საერთო ძალებით საქველმოქმედო აქცია…
სიახლე
დახმარების აქცია კახეთის რეგიონში
დღეს თელავში ახალგაზრდები გაერთიანდნენ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. დღევანდელი საქველმოქმედო აქცია ორგანიზებულია პროგრამის „მომავლის თაობა“ კახეთის რეგიონის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის „თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ მიერ. აქციას შეუერთდნენ პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი კურდღელაურის, კონდოლის და კისისხევის…
ურეკის თემის მობილიზება დაზარალებულთა დასახმარებლად
2015 წლის 16-17 ივნისს, დაბა ურეკის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა 13 ივნისს თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თემის მობილიზებას ორგანიზება გაუწიეს. მოსწავლეებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს დახმარების აქციის შესახებ და მოუწოდეს დახმარებოდნენ დაზარალებულებს. ამ მიზნით, სოფელში განთავსდა შემოწირულობის ყუთები. ამ გზით…
დახმარების აქცია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით შიდა ქართლში მოეწყო დახმარების აქცია, 14 ივნის თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. აქციაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ,,მომავლის თაობა“ შიდა ქართლის პარტნიორი სკოლების პედაგოგებმა, მოსწავლეებმა, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მშობლებმა და პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის – საზოგადოება…
სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა დაზარალებულ ბავშვებს ერთი დღე გაულამაზეს
2015 წლის 17 ივნისს თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები სასტუმრო „444“-ს ეწვივნენ და სტიქიით დაზარალებული 14 ბავშვისთვის სახალისო აქტივობები მოაწყვეს. „იმის შემდეგ რაც ამ ბავშვებმა ნახეს, ვფიქრობთ, რომ მათ გართობა სჭირდებათ – განაცხადა თბილისის №29 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ყიფშიძემ.…
აქციები სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად გრძელდება
პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან კვლავაც აქტიურად აგრძელებენ აქციებს თბილისში, 13 ივნისის, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. აქციების შედეგად მოსწავლეები აგროვებენ თანხას, ტანსაცმელს, ჰიგიენის საშუალებებს და სხვა საჭირო ნივთებს, მონაწილეობას…
აქცია აჭარაში – „ვეხმარებით თანატოლებს“
თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, აჭარის რეგიონის სალიბაურის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა წამოიწყეს საქველმოქმედო აქცია „ვეხმარებით თანატოლებს“. აქციის შესახებ ინფორმაცია კლუბის წევრებმა პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში გამართულ, აკადემიური წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოაცხადეს. მოსწავლეებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სალიბაურის №1 და ბათუმის №14 საჯარო სკოლებში…
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ლანჩხუთში აქცია დაიწყო
სამოქალაქო განათლების პედაგოგის ლადო აფხაზავას ინიციატივით თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად აქცია დილიდანვე დაიწყო. აქციის ორგანიზატორმა ლადო აფხაზავამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ლანჩხუთის მოსახლეობას მონაწილეობა მიეღოთ აქციაში. ,,11 საათზე ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შემოგვიერთდით და ერთი დღე ვიმუშაოთ მოხალისეებად სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.…