2015 წლის 10-11 ოქტომბერს, ბათუმის კავკასიის ბიზნესის სკოლაში ჩატარდა სოციალური მედიის 2 დღიანი ტრენინგი პროგრამის „მომავლის თაობა“ აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისათვის. ტრენინგის საშუალებით მოსწავლეები გაეცნენ სოციალური მედიის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკას და სამოქალაქო ჩართულობისთვის სოციალური მედიის გამოყენების საშუალებებს. მოსწავლეები ასევე…
სიახლე
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე
სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში რაჭალეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ლაჯანას და ჩხუტელის, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოინახულეს მათ სოფლებში მცხოვრები მარტოხელა მოხუცები, სხვადასხვა სახის საჩუქრები…
წერილი ჩემს აფხაზ თანატოლს
2015 წლის 2 ოქტომბერს, ქუთაისის ქართულ–ამერიკულ ბიბლიოთეკაში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის ,,წერილი ჩემს აფხაზ თანატოლს’’ შემაჯამებელი ღონისძიება. კონკურსში მონაწილეობდნენ იმერეთის საჯარო და კერძო სკოლების მე–9, მე–10 კლასის მოსწავლეები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე 18 –მა ფინალისტმა წაიკითხა წერილები,…
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ხონში
სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მე10 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის შორენა გუბლაძისა და კლასის დამრიგებლის ქეთევან კაკაბაძის მხარდაჭერით, წარმატებით განახორციელეს მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სასკოლო პროექტი ,,ჩემი მასწავლებელი;;. მოსწავლეებმა, ასევე წარმატებით ითანამშრომლეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია…
განახლებული ბიბლიოთეკა ბორის საჯარო სკოლაში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლამ წარმატებით განახორციელა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; მცირე გრანტის პროექტი ,,სასკოლო ბიბლიოთეკის საჭირო ინვენტარით აღჭურვა;;. სკოლაში წლების მანძილზე არ არსებობდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთახი, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს გამართავდნენ. ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდათ,…
სემინარი – როგორ დავეხმაროთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს
2015 წლის 24 სექტემბერს, ოზურგეთში გაიმართა სემინარი მაკვანეთის, ურეკის, კოხნარის, საჭამიასერის, ჯურუყვეთის, გურიანთის, სოფელ ოზურგეთის და ქვედა ბახვის საჯარი სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების მონაწილეობით. სემინარზე განიხილეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების პრობლემები. სემინარს უძღვებოდა ტრენერი ქ-ნი თამარ ლურსმანაშვილი. მონაწილეებმა ისაუბრეს სირთულეებზე,…
სემინარი „როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენების დროს“
2015 წლის 17 და 18 სექტემბერს რუსთავის და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ჩატარდა სემინარი აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისათვის თემაზე „როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენების დროს“. სემინარს უძღვებოდნენ “სიქას” ახალგაზრდული მუშაკი მარიამ კოშაძე და გერმანელი მოხალისე ლეა ეიჩლერი. რუსთავში სემინარის მონაწილეები იყვნენ გარდაბანის…
დღე ავტომობილების გარეშე
2015 წლის 22 სექტემბერს, ახალციხეში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა საინფორმაციო აქცია – დღე ავტომობილის გარეშე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. აქციამდე ერთი კვირით ადრე, ადგილობრივი მედიის საშუალებით, ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია…
სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მსოფლიო დასუფთავების დღეს შეუერთდნენ
2015 წლის 18 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეები „მსოფლიო დასუფთავების დღეს“ დასუფთავების აქციით შეუერთდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის, მუსხის და ზველის სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა ურაველის ხეობა დაასუფთავეს. მოსწავლეების მიერ…
სპორტული მოედნის აღდგენა თელეთის საჯარო სკოლაში
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი მიზნად ისახავდა სკოლის ეზოში სპორტული მოედნის აღდგენას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. პროექტის დასაწყისში მოსწავლეებმა აწარმოეს საინფორმაციო კამპანია – მოამზადეს და თემში გაავრცელეს ლიფლეტები და პოსტერები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.…