ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღნიშვნას პროგრამის ,,მომავლის თაობა“ გურიის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებიც შეუერთდნენ და განახორციელეს ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ თემში საზოგადოების ცნობიერების გაზრდას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლაში მოეწყო შეხვედრა, რომელსაც…
სიახლე
ბათუმში მოსწავლეებმა ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
2015 წლის 20 ნოემბერს, აჭარის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები ბათუმში მოქმედ ტელეკომპანიებს „აჭარა“, „ტვ 25“ და „ერა“ ესტუმრნენ და ტელევიზიების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს. შეხვედრებზე მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციისა და პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული მოსწავლეთა ინიციატივების აქტიურად გაშუქების საქმეში, ტელევიზიების…
სასწავლო ვიზიტები რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონის სამოქალაქო კლუბებისთვის
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ ფარგლებში, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის მოეწყო სასწავლო ვიზიტები თბილისში. კლუბის წევრები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ. სადაც ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის…
ხევსურთსოფლის მოსწავლეების ვიზიტი თიანეთის პოლიციასა და იუსტიციის სახლში
2014 წლის 23 ოქტომბერს ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,ედელვაისის“ 17 წევრი და კლუბის მეურვე პედაგოგი ციცინო ბექაური ესტუმრნენ თიანეთის პოლიციას და ახლადგახსნილ იუსტიციის სახლს. კლუბმა ეს ვიზიტი დაგეგმა სამართალდაცვის საკითხებში უკეთ გარკვევის მიზნით. პოლიციის განყოფილებაში ვიზიტის მონაწილეებს სამსახურის ფუნქციები…
ტოლერანტობის დღე ქუთაისში
სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის” ფარგლებში, ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა “ჰუმანისტებმა” ქუთაისის მერიასთან, ქუთაისის ოპერის თეატრთან, ადამიანის უფლებათა დაცვის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან პარტნიორობით 16 ნოემბერი-ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ქალაქის ცენტრალურ ბულვარში…
საჩვენებელი დებატები ქართული და აზერბაიჯანული სექტორის სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით
2015წლის 12 ნოემბერს, სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მთავარ დარბაზში გაიმართა საჩვენებელი დებატები კარლ პოპერის ფორმატით. დებატებში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს აზერბაიჯანული სექტორის სკოლის მოსწავლეებისა და გარდაბნის…
კონფერენცია ნაადრევი ქორწინების თემაზე აჭარაში
2015 წლის 13 ნოემბერს, ქ ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაიმართა კონფერენცია თემაზე – „ნაადრევი ქორწინების შედეგად გამოწვეული პრობლემები და მათი პრევენციის გზები“. კონფერენციის მიზანი მოზარდებში ნაადრევი ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კომპეტენტური პირებისგან პრობლემის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება იყო. კონფერენციას…
„ენერგოეფექტიანობა და მე“
2015 წლის 11 ნოემბერს, ახალციხეში, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა ენერგოეფექტიანობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა მოსახლეობაში ვიდეო გამოკითხვა ჩაატარეს, რათა დაედგინათ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მსვლელობა ცენტრალური პარკიდან დაიწყო.…
რეგიონული მრგვალი მაგიდა ახალციხეში
2015 წლის 1 ნოემბერს, ქ. ახალციხეში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით ჩატარდა რეგიონული მრგვალი მაგიდა. შეხვედრას ესწრებოდა პროგრამის ,,მომავლის თაობა” სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტნიორი ქართული და სომხური სექტორის სკოლების 20 პედაგოგი. მრგვალი მაგიდის თემა იყო ,,მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და…
მოსწავლეები თბილისში საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ
სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის პარტნიორი სკოლების 26 მოსწავლე თბილისში საქართველოს პარლამენტს ესტუმრა. ვიზიტის დროს პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა მოსწავლეებს გააცნო საქართველოს პარლამენტის ისტორია და მისი მუშაობის ამჟამინდელი მიმართულებები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა და მასში არსებული ისტორიული ძეგლები. მოსწავლეებს საშუალება…