ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღნიშვნას პროგრამის ,,მომავლის თაობა“ კახეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებიც შეუერთდნენ და განახორციელეს აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ თემში საზოგადოების ცნობიერების გაზრდას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის და თელავის №6 საჯარო სკოლაში მოეწყო…
სიახლე
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
2015 წლის 1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, კახეთში მუკუზანის და თელავის №6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბებმა აღნიშნეს. თელავის №6 სკოლაში, მოსწავლეებმა და პედაგოგმა მოამზადეს პრეზენტაცია აივ ინფექციის შესახებ და გააცნეს სკოლის მოსწავლეებს. ასევე, მოამზადეს კედლის გაზეთები და განათავსეს სკოლის…
ნუ მოჭრი ნაძვს
ურეკის სასკოლო სამოქალაქო კლუბის ინიციატივით თემში განხორციელდა პროექტი ,,ნუ მოჭრი ნაძვს“. ინიციატივის მიზანი იყო საახალწლოდ ნაძვის ჭრის შემცირება დაბა ურეკში. მოსწავლეებმა სკოლაში ჩაატარეს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოსწავლეებმა ეკოლოგიის საკითხებზე ისაუბრეს, საქართველოში გავრცელებულ…
წიგნის კითხვის კლუბი ნუკრიანში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის №1 საჯარო სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა საკლასო პროექტი, ,,წიგნიერი თაობა“, რომელიც სოფლის ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად. საკლასო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს წიგნის კითხვის კლუბი. კლუბში კვირაში ერთხელ მოეწყობა ჯგუფური კითხვა სხვადასხვა ასაკობრივ…
ნახატების კონკურსი თემაზე ,,გარემოს დაცვა“
30 ნოემბერს თელავის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ნახატების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. კონკურსზე ,,გარემოს დაცვა“ წარმოდგენილი იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” კახეთის რეგიონის 14 პარტნიორი სკოლის 30 მოსწავლის ნახატი. ნახატები შეირჩა როგორც შესრულების ტექნიკის, ასევე ნახატზე გადმოცემული იდეის მიხედვით. ჟიურის ერთერთ წევრად…
გამწვანების აქცია ბოგვის სკოლაში
სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, საკლასო პროექტის ფარგლებში, სკოლის ეზოს გამწვანება დაისახეს მიზნად. მოსწავლეები დაუკავშირდნენ თეთრიწყაროს სატყეო მეურნეობის წარმომადგენლებს და გააცნეს მათ პროექტის მიზნები. მოსწავლეების თხოვნა დაკმაყოფილდა და სკოლამ უსასყიდლოდ ფიჭვის 100-მდე ნერგი მიიღო. მოსწავლეებმა ნერგების სკოლაში მისატანად…
სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეების ინიციატივა
ბოლნისის კერძო სკოლის „დავითიანი” მე-10 კლასის მოსწავლეებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრში ,,განთიადი“ გამწვანების და დასუფთავების აქცია ჩაატარეს. ცენტრის ეზო საჭიროებდა დასუფთავებას, ხოლო იქ არსებული საქანელები შეკეთებას, ამის გამო ცენტრის ბენეფიციარები ეზოს არ იყენებდნენ. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ცენტრს დახმარებოდნენ პრობლემების…
სოციალური მედიის ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
2015 წლის 28-29 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების 11 პედაგოგს, დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონიდან (აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა) სოციალური მედიის 2 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგის დროს პედაგოგებმა შეისწავლეს ბლოგების შექმნა და გამოყენება პროფესიული განვითარების მიზნით.…
შეხვედრა ახალგაზრდა პოეტებთან მისაქციელში
2015 წლის 24 ნოემბერს მისაქციელის საჯარო სკოლაში პროგრამის ,,მომავლის თაობა“ მცხეთა – მთიანეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის მოეწყო შეხვედრა ახალგაზრდა პოეტებთან თორნიკე ნაროზაულთან და ირაკლი დეისაძესთან. სტუმრების შერჩევა მოსწავლეთა შორის წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე მოხდა. შეხვედრაში მისაქციელის, წილკნის, ძველი…
შეხვედრა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელების მონაწილეობით
2015 წლის 27 ნოემბერს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტში, პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა – სემინარი სამოქალაქო განათლების საკითხებზე საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელების მონაწილეობით. შეხვედრა მიზნად ისახავდა რესურსცენტრების ხელმძღვანელების ჩართულობას დარგის განვითარების საქმეში და სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობას სკოლებში. თბილისში,…