გამოვლინდნენ პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში ჩატარებული კონკურსის – “სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისთვის” გამარჯვებული ბლოგერები. გამარჯვებულთა სიის სანახავად იხილეთ ბმული .
სიახლე
სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები
2015 წლის ბოლოს, აჭარის, სამცხე ჯავახეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა. შეხვედრებზე პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გააცნეს ადგილობრივ საზოგადოებას – პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, ადგილობრივი…
სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი
2015 წლის 16 დეკემბერს, შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში ჩატარდა სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი. ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში. სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი, IX კლასში, ჩაატარა ქალბატონმა ლელე ბუხრაძემ. გაკვეთილის თემა…
პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრები
2015 წლის ბოლოს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, საქართველოს 11 რეგიონში, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, ჩატარდა პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრები. შეხვედრებზე განხილული იყო გაკვეთილის დაგეგმვისა და მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობის საკითხები. პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრებს ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი სკოლების…
მრჩეველთა კომიტეტის მესამე შეხვედრა
2015 წლის 14 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის მესამე შეხვედრა. პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი საქმიანობა. პროგრამის…
მაწანწალა ძაღლების პრობლემა დაბა ჩოხატაურში
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში, საკლასო პროექტი განახორციელეს სახელწოდებით ,,მაწანწალა ძაღლების პრობლემა დაბა ჩოხატაურში“. პროექტის მიზანი საზოგადოების ინფორმირება იყო მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა დაბა ჩოხატაურში, ასევე შეხვდნენ…
„ერთად გავიცნოთ ევროპა“
2015 წლის 13 დეკემბერს, ზუგდიდის №4 საჯარო სკოლაში, მცირე გრანტის პროექტის „ერთად გავიცნოთ ევროპა“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ევროინტეგრაციის საკითხებში. შეხვედრაზე მოსწავლეებმა სტუმრებს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა გააცნეს. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, რესურსცენტრის, სხვადასხვა სკოლებისა და ევროკავშირის…
ნუ იქნები უმოქმედო
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში საკლასო პროექტი განახორციელეს სახელწოდებით ,,ნუ იქნები უმოქმედო“. პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება საკვების უვნებლობის საკითხებზე. პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მოსწავლეები დაიყვნენ სამუშაო ჯგუფებად და გადაინაწილეს ფუნქციები –…
ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია
2015 წლის 15 დეკემბერს სოფლების მისაქციელი, წილკანი, ძველი ქანდა, ქსოვრისი, ჭართალი, ხევსურთსოფელი, ახალდაბა და ჟინვალის სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ ღონისძიებაში „ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია“. „დაბალემისიებიანი სტრატეგიების განვითარების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამა“, რომელიც ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)…
საქველმოქმედო აქცია – ჩვენ შეგვიძლია
ხაშურის დ. ყიფიანის სახელობის სკოლაპანსიონის მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს საკლასო პროექტი ,,ჩვენ შეგვიძლია“, რომელიც ითვალისწინებდა საქველმოქმედო აქციას ხაშურის დ. კაკიაშვილის სახელობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარების დასახმარებლად. აქციის მიზანი იყო ცენტრის ბენეფიციარების მხარდაჭერა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათ მიმართ ემპათიური…