გურიანთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,თავისუფალი არჩევანი“ სკოლის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და თემთან თანამშრომლობით სკოლის ეზოში ფეიჰოას ნერგები გააშენა. ფეიჰოას ნერგების გაშენება მოსწავლეებმა სამოქალაქო კლუბის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით გადაწყვიტეს. ანი ქავჟარაძე, სამოქალაქო კლუბის წევრი: ,, პროგრამის ,,მომავლის თაობა“ დასრულების შემდეგ…
სიახლე
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკის სტუმარი – შორენა ბუხრაშვილი
2016 წლის 6 მარტს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი სტუმრობდა. მან პედაგოგებს თავის გამოცდილებაზე უამბო, თუ როგორ თანამშრომლობს პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორ სკოლებთან და როგორ უჭერს მხარს ახალგაზრდებს სკოლისა…
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკი, 2016 წლის 4-8 მარტი
2016 წლის 4-8 მარტს, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკს იყალთოში სასტუმრო „სავანეთი” მასპინძლობდა. პედაგოგები საქართველოს 11 რეგიონიდან აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო განათების სწავლებაში, მათ მიერ მიღწეული შედეგების და გამოცდილების გაზიარების პროცესში. ბანაკის მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები სამოქალაქო…
ქალი-წარსული და თანამედროვეობა
2016 წლის 3 მარტს გორში, სუხიშვილების სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია “ქალი- წარსული და თანამედროვეობა”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის „მომავლის თაობა“ შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, გორის მერიის, გორისა და კასპის გამგეობის, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლების…
ქალის როლი მშვიდობის დამყარების პროცესში
სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დაგეგმილი ქალთა კვირეულის ფარგლებში, 2016 წლის 7 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეების ინიციატივით ფილმის „ახლა საით წავიდეთ“ ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას ახალციხის კერძო…
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკი, 26.02.2016-1.03.2016
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკს, რომელიც 2016 წლის 26 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით იყალთოში სასტუმრო „სავანეთში“ მიმდინარეობდა, პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების 22 პედაგოგი ესწრებოდა საქართველოს 11 რეგიონიდან. ბანაკი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. სამუშაო პროგრამა საგაკვეთილო გეგმების და საკლუბო პროექტების დაგეგმვაში მონაწილეთა…
ახალგაზრდული ფორუმი „სამოქალაქო კლუბის წევრობიდან აქტიურ მოქალაქეობამდე“
2016 წლის 25 თებერვალს, ბათუმში, სასტუმროში „ინტურისტი“, ახალგაზრდული ფორუმი „სამოქალაქო კლუბის წევრობიდან აქტიურ მოქალაქეობამდე“ გაიმართა. ფორუმის მიზანი მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ადგილობრივი თემის საჭიროებების გამოვლენა და გადაწყვეტილებების მქონე პირებთან ერთად პრობლემის მოგვარების გზების მოძიება იყო. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის პარტნიორი 18…
პროექტი – დავიცვათ ჩვენი გარემო
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის თემაზე საკლასო პროექტი განახორციელეს. სკოლის ეზო საჭიროებდა შემოღობვას, რადგან ეზოში მსხვილფეხა საქონელი შემოდიოდა და აზიანებდა ნარგავებს. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მოეგვარებინათ პრობლემა, მათ დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია, დახმარებისათვის მიმართეს სკოლის ადმინსტრაციას, რომელმაც…
პროექტი – „წარსულის კვალდაკვალ“
შპს ბესიკ ნიპარიშვილის მრავალპროფილიანი სკოლა – გიმნაზიის მე – 10 კლასის ოცმა მოსწავლემ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ნინო ნიპარიშვილთან ერთად, განახორციელა მცირე გრანტის საკლასო პროექტი „წარსულის კვალდაკვალ.“ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიკვლიეს და ფართო საზოგადოებას გააცნეს ქალაქის ისტორია და ადამიანები, რომლებიც კონკრეტული…
ერთად გავიცნოთ ევროპა
2016 წლის 26 თებერვალს, ქ. ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა ზუგდიდის №4 საჯარო სკოლის მიერ განხორციელებული, მცირე გრანტის პროექტის „ერთად გავიცნოთ ევროპა“ დასკვნითი ღონისძიება. პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ევროინტეგრაციის საკითხებში. პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეებმა ჩაატარეს მოსახლეობის გამოკითხვა და…