თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გამოეხმაურონ საგზაო უსაფრთხოების საკითხს და დაიწყეს საინტერესო აქცია სახელწოდებით „ბავშვების ხმა”. აქციის ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საკუთარ ნახატებზე დაწერეს შემდეგი მოწოდებები: „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი!“; „გთხოვ, იარო ნელა!“ და ა.შ. სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა…
სიახლე
მოსწავლეთა სტაჟირება სათემო რადიოში „მოზაიკა“
შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეებმა სტაჟირების პროგრამა გორის სათემო რადიოში „მოზაიკა“ გაიარეს. სამი კვირის მანძილზე პარტნიორი სკოლების 15 მოსწავლე სტუმრად იმყოფებოდა სათემო რადიო „მოზაიკის“ ოფისში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს რადიო-სტუდია და სამონტაჟო ოთახები, შეხვდნენ „მოზაიკის“ ჟურნალისტებს, მათგან მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული რჩევები…
სასწავლო ვიზიტები რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის
რაჭალეჩხუმი, ქვემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის საინტერესო სასწავლო ვიზიტები განხორციელდა. ვიზიტებში 8 საჯარო სკოლის 15 მოსწავლე მონაწილეობდა. სამოქალაქო კლუბის წევრები ვიზიტით დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ. დაათვალიერეს აეროპორტის გაფრენისა და ჩამოფრენის დარბაზი, სარეგისტრაციო დახლები, საინფორმაციო ციფრული…
მოსწავლეთა ინიციატივით სკოლამდე მისასვლელი ხიდის რეკონსტრუქცია დაიწყო
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით კიდევ ერთი კარგი საქმე გაკეთდა სკოლამდე მისასვლელი საქვეითო ხიდის რეკონსტრუქცია დაიწყო. გასულ სასწავლო წელს სამოქალაქო კლუბის ,,ორთოდოქსები“ წევრებმა ჭიათურის მაშინდელ გამგებელს სულხან მახათაძეს წერილით მიმართეს და ხიდის რეაბილიტაცია სთხოვეს, აქციაც…
პროექტი – ,,ადაპტირებული გარემო – ჩვენ თანასწორები ვართ“
2016 წლის 20 ოქტომბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას საჯარო სკოლაში რესურს ოთახი გაიხსნა, რომლითაც სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ისარგებლებენ. შშმ მოსწავლეებს ფუნქციური უნარების განვითარების მიზნით რესურს ოთახი სხვადასხვა ადაპტური ავეჯით და განმავითარებელი საშუალებებით არის აღჭურვილი. ღონისძიება ფლეშმობით დაიწყო…
მოსწავლეების ვიზიტი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეებისთვის შეხვედრა მოეწყო. შეხვედრას თბილისის 8 სკოლის 19 მოსწავლე ესწრებოდა. ვიზიტის დროს მოსწავლეები შეხვდნენ ცენტრის დირექტორს ბ-ნ გიორგი ფარეშიშვილს, რომელმაც ისაუბრა ევროპულ ღირებულებებზე, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და…
რესურს ოთახი ზოვრეთის სკოლაში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლაში რესურს ოთახი საზეიმო ვითარებაში “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ წარმომადგენელმა გახსნა. ოთახი პროექტის ,,თანადგომა“ ფარგლებში შეიქმნა და ადაპტური ინვენტარით აღიჭურვა. პროექტის ფარგლებში სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ჯერ ხელის დაბანის წესების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, შემდეგ…
სასწავლო ვიზიტები იმერეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებისთვის
იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო სასწავლო ვიზიტებში. კლუბის წევრები ქუთაისის 59ე საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდნენ, სადაც კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ავთანდილ ოსეფაიშვილს, საიას თავმჯდომარეს გიორგი სანტურიანს და საიას პროგრამების დირექტორს ნოდარ ჯიქიას შეხვდნენ, რომლებიც მოსწავლეებს საარჩევნო კოდექსზე,…
პროექტი – ,,შეზღუდვების გარეშე“
2016 წლის 6 ოქტომბერს სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში მოეწყო მცირე გრანტის პროექტის ,,შეზღუდვების გარეშე“ შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრაზე სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ რეგულაციებსა და სტანდარტებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს შშმ პირთა ინტეგრაციისთვის. ასევე წარმოადგინეს მცირე გრანტის ფარგლებში მომზადებული ვიდეოკლიპის…
თბილისის მოსწავლეები – სტაჟირების კომპონენტის მონაწილენი
თბილისის №29 და №150 სკოლის სამი მოსწავლე ცხრა დღის განმავლობაში დღის ცენტრში „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას, რომ საჭიროებენ“, მოხალისედ მუშაობდა. აღნიშნულ პერიოდში კლუბის წევრები გაეცნენ ორგანიზაციის სტრუქტურას და ჩაერთნენ დღის ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში. აღნიშნულ ცენტრში ფუნქციონირებს სოციალური თერაპიის სახლის 8…