ომალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს საინფორმაციო კამპანია თემში, რომლის თემა ქალთა უფლების დაცვა და გენდერული თანასწორობა იყო. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რიგი ღონისძიებები: მოსწავლეებმა მოიწვიეს იურისტი სკოლაში, რომელმაც ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე; გაიმართა საინფორმაციო აქცია ნაადრევი ქორწინების შესახებ, მოეწყო უხუცეს…
სიახლე
მეტი ხილვადობა-უსაფრთხო გზები
წინანდლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში მიმავალ გზაზე მეტი ხილვადობის და საგზაო უსაფრთხოების შექმნის საკითხებზე იზრუნეს, რადგან ეკალ-ბარდებით დაფარული მოსახვევები საფრთხეს უქმნიდა, როგორც სკოლისაკენ მიმავალ მოსწავლეებს, ასევე თემის წევრებს. აღნიშნული მონაკვეთების გაწმენდა-გაკაფვის შემდეგ მოსწავლეებმა სკოლის ეზოც დაასუფთავეს და საფეხმავლო ბილიკი მოაწყვეს.…
,,უსაფრთხოდ ვიაროთ გზებზე და გზაჯვარედინებზე”
ზუგდიდის №4 საჯარო სკოლის, X კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი ,,უსაფრთხოდ ვიაროთ გზებზე და გზაჯვარედინებზე”, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს კითხვარი, ჩაატარეს გამოკითხვა სკოლასა და ქუჩაში. გამოიკითხა 150 მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი და რიგითი…
,,უსაფრთხო ახალი წელი’’
თბილისის № 156 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი ,,უსაფრთხო ახალი წელი’’. საკლასო პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირება პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგების შესახებ და რა ზიანს აყენებს გარემოს ნაძვის ხის მოჭრა. მოსწავლეებმა, შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოამზადეს კედლის გაზეთი…
გადაარჩინე ხე, გადაარჩინე სიცოცხლე
თბილისის №159 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი “გადაარჩინე ხე, გადაარჩინე სიცოცხლე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, თუ რა ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოქმნის ტყის საფარის განადგურება, დაამზადეს მაისურები თემატური ლოგოთი და სლოგანით, დაბეჭდეს საინფორმაციო ფურცლები, დახატეს პლაკატები. მოსახლეობისთვის ინფორმაციის…
სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები
2016 წლის ბოლოს, აჭარის, სამცხე–ჯავახეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა. შეხვედრებზე მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გააცნეს ადგილობრივ საზოგადოებას – პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების,…
სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
2016 წლის 15 დეკემბერს, ახალქალაქში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა გახსნა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა, პროექტის „მომავლის თაობა“ კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, მზია ინასარიძემ და საანგარიშო პერიოდში პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პედაგოგთა…
“ჩვენ ვიცავთ კანონს” – ბორჯომის კერძო სკოლა-ლიცეუმი ახალ პროექტს იწყებს
2016 წლის 2 დეკემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მცირე გრანტის პროექტის „ჩვენ ვიცავთ კანონს“ პრეზენტაცია. ღონისძიება გახსნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაია გულიაშვილმა. მან ისაუბრა სამოქალაქო პროგრამისა და მცირე გრანტის კომპონენტის მნიშვნელობაზე.…
საკლასო პროექტი – ,,გახდი მწვანე მოქალაქე“
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა საკლასო პროექტი ,,გახდი მწვანე მოქალაქე“. პროექტის პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები, ნახეს ფილმი ,,Nature is speaking – Mother nature ” და გამართეს დისკუსია. სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა ნახატების…
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
თბილისის №217 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის “პაი” წევრებმა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმეს ინიციატივა სახელწოდებით “შიდსი არ არის განაჩენი!”, რომლის მიზანიც მოსწავლეებსა და პედაგოგებში შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გახლდათ. თავდაპირველად, კლუბის წევრებმა ჩაატარეს კვლევა,…