2017 წლის 13 მაისს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე ბ-ნი ტომას მორისი და სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” დირექტორი…
სიახლე
„სუფთა გარემო-ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“
ქარელის მუნიციპალიტეტის მოხისის, ქვენატკოცის სკოლების და ქარელის გიმნაზიის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით განახორციელეს პროექტი „სუფთა გარემო-ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“. პროექტის იდეა ახალგაზრდულ ფორუმზე იყო ინიცირებული და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. თავდაპირველად, სკოლებში ბიოლოგიის პედაგოგმა ჩაატარა…
ბორჯომში პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
2017 წლის 28 აპრილს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის – ივ. ჯავახიშვილის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ახალგაზრდულ…
„საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით“
2017 წლის 29 აპრილს, ქალაქ ბათუმში, ერას მოედანზე პროექტის „საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით“ ფარგლებში მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის “მომავლის თაობა” აჭარის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა. მსვლელობის მონაწილეებმა ქვეითებს და მძღოლებს დაურიგეს…
პროექტი – ,,ერთად დავიცვათ გარემო“
სოფელ ოზურგეთის, ქვედა ბახვისა და მაკვანეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა და მეურვე პედაგოგებმა განახორციელეს ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში ინიცირებული პროექტი ,,ერთად დავიცვათ გარემო’’. პროექტის მიზანი იყო მოსახლეობის ეკოლოგიის საკითხებზე ინფორმირებულობის ამაღლება, ხელოვნური ნაგავსაყრელების გაუქმება და ქარსაცავი ზოლის აღდგენა. მოსწავლეებმა მონაწილე…
ნაგომარის სკოლაში ეზო მოწესრიგდა
სკოლის ეზოს მოწესრიგებისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ნაგომარის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტი განახორციელეს სახელწოდებით ,,ჩემი სკოლა ჩემი სახლია“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა ეზოს დიზაინის შემუშავების მიზნით და ამის საფუძველზე შექმნეს მაკეტი, სკოლასა და თემში…
ზემო ქედის სამოქალაქო კლუბის საქველმოქმედო პროექტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის სამოქალაქო კლუბმა ,,კრეატივი‘’ განახორციელა საქველმოქმედო პროექტი ,,ჩემთვის უსარგებლო, სხვისთვის სასარგებლო“. კლუბის წევრებმა ჩაატარეს სოფელში არსებული პრობლემების კვლევა.კვლევის შედეგების საფუძველზე მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს და ზედა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყოთ საქველმოქმედო ოთახი. ამისათვის ახალგაზრდებმა…
მოსწავლეთა ინიციატივით სოფლის შესასვლელში საინფორმაციო აბრა განთავსდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭიაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,მამული“ გადაწყვიტა მოეგვარებინა სოფლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და სოფლამდე მისასვლელ გზაზე განეთავსებინა ორი საინფორმაციო აბრა სოფლის სახელწოდებით, რათა სოფელი ჭიაურში მიმსვლელი გზა ადვილად მისასვლელი გამხდარიყო. კლუბის ,,მამული“ წევრებმა დაიწყეს ადვოკატირების კამპანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის…
პროექტი „წიგნი ცოდნის წყარო“
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტი „წიგნი ცოდნის წყარო“ განახორციელეს. პროექტის მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, სკოლის ბიბლიოთეკის განახლება და შევსება ახალი მხატვრული, ისტორიული, შემეცნებითი წიგნებით. მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, რათა დაედგინათ რა სახის ლიტერატურა სჭირდება…
სკოლის ეზოში რეკრეაციული ზონის მოწყობა
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს, ბალდისა და კიწიის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ განხორციელდა ახალგაზრდულ ფორუმზე ინიცირებული პროექტი ,,სილამაზე და დასვენება“, რომელიც სკოლის ეზოებში რეკრეაციული ზონის მოწყობას, ახალგაზრდებში ეკოლოგიურ საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლებას, საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის განვითარებას ისახავდა მიზნად. სკოლებში სკვერის მოწყობისთვის შეირჩა…