ქუთაისის №7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მე და სამართლიანი სამყარო; წევრმა მოსწავლეებმა სკოლაში საინტერესო პროექტი – „მეტი კინო თემში; განახორციელეს. ინფორმაცია პროექტის შესახებ სოციალური ქსელის და საინფორმაციო ფურცლების მეშვეობით გავრცელდა თემში. კინოფილმის შერჩევის დროს დიდი ყურადღება დაეთმო მოზარდთა ინტერესებს, მათი…
სიახლე
ლუკა სარალიძის ლექსების პრეზენტაცია
2017 წლის 20 ოქტომბერს, სალიბაურის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ფენიქსი“ და შპს კავკასიის ბიზნესის სკოლის სამოქალაქო კლუბის „ამბიონი“ წევრი მოსწავლეების ინიციატივით ჩატარდა მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელის ლუკა სარალიძის ლექსების პრეზენტაცია და მოეწყო ნახატების გამოფენა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების…
კულინარიის სკოლა
ქალაქ საჩხერის № 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა PH International -ის ფინანსური მხარდაჭერით, მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში „კულინარიის სკოლა“ დაარსეს. სკოლა ფუნქციონირებს წრის სახით და მასში გაერთიანებულები არიან VII-VIII კლასების მოსწავლეები. კულინარიით დაინტერესებული მოსწავლეები ეუფლებიან მზარეულის პროფესიას: იმართება სახალისო აქტივობები –…
თელავის ევროპული სკოლის „გიდების კლუბი“
თელავის ევროპული სკოლის მოსწავლეები PH International -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ მცირე გრანტის პროექტს „გიდების კლუბი“. კლუბის შექმნის მიზანია, მოამზადოს სკოლის მოსწავლეები, რომლებიც შეძლებენ თელავსა და მის შემოგარენში მეგზურობა გაუწიონ ჩამოსულ სტუმრებს. ეს სერვისი გათვლილია ინდივიდუალური ან მცირერიცხოვანი ტურისტული ჯგუფებისთვის. მოსწავლეები…
ნაადრევი ქორწინების პრევენცია
ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, ნაადრევი ქორწინების პრევენციის მიზნით, სკოლაში საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს და თანატოლებს იმ მავნე შედეგებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რასაც ნაადრევი ქორწინება იწვევს. თემა პრიორიტეტული იყო, რადგან ნაადრევი ქორწინების შემთხვევები ხშირია აზერბაიჯანულ…
წიგნი – ცოდნის წყარო
სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკის მოწყობა, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და სამკითხველოში კლუბისთვის სამუშაო გარემოს შექმნა დაისახეს მიზნად. სკოლის ადმინისტრაციამ სამკითხველოსთვის ადგილი გამოყო. მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა „ჩემი საყვარელი წიგნი“და მოაწყვეს დისკუსია,…
გზა ჯანმრთელობისკენ
გაჭედილის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, სკოლაში სპორტული დარბაზის აღდგენა დაისახეს მიზნად. დამატებითი რესურსების მოზიდვის მიზნით მოსწავლეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიმართეს თხოვნით. სარემონტო სამუშაოებისათვის სკოლამ 600 ლარი, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ 800 ლარი გამოყო. სკოლის…
წიგნი და ჩემი სკოლა
იმერეთის რეგიონის სოფელ პატრიკეთის სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი, რომლის მიზანი იყო სკოლის ბიბლიოთეკის აღდგენა და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება . მოსწავლეებმა სკოლაში მწვანე ყუთები დადგეს და თემში მაკულატურა შეაგროვეს, რომელიც შემდეგ ახლ წიგნებში გადაცვალეს. ბიბლიოთეკაში არსებული დაზიანებული…
უკეთესი გარემო მომავალი თაობისთვის
სოფელ შაშიანის სკოლის მოსწავლეებმა მცირე გრანტის ხელშეწყობით განახორციელეს პროექტი, რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია თემში. სოფლის ცენტრში არსებულ სკვერში განხორციელდა გამწვანების აქცია და დაიდგა სპორტული აღჭურვილობა. მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და თემის წევრებმა, მათ აქტიური მონაწილეობა…
პროექტი – ჩვენი ეზოს გამწვანება
აჭარის რეგიონის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტის დახმარებით სკოლაში არსებული პრობლემა მოაგვარეს. მოსწავლეებმა პრობლემების გამოვლენის მიზნით სოფელში გამოკითხვა ჩაატარეს და პრიორიტეტულად სკოლის ეზოში დაჭაობებული ადგილების აღდგენა მიიჩნიეს. პრობლემის მოგვარების მიზნით მოსწავლეებმა ითანამშრომლეს გარემოს დაცვის და ადგილობრივი…