საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს, გომბორის, მზისგულის, ხაშმის, პატარძეულის და საგარეჯოს N3 საჯარო სკოლების მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიას ეწვივნენ. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები თემში ახორციელებენ ბიო პროდუქტის შესახებ საინფორმაციო კამპანიებს ჯანსაღი და ორგანული პროდუქტების მოყვანა, გამოყენების პოპულარიზაციის…
სიახლე
„9 აპრილის“ სახელობის სკვერი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ;სხივი; წევრი მოსწავლეების ინიციატივით სოფელში „9 აპრილის“ სახელობის სკვერის გაშენებას ჩაეყარა საფუძველი. ინიციატივას მხარი დაუჭირეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და სკოლის ადმინისტრაციის წამომადგენლებმა. სათემო კავშირმა ;ჰერეთი; ცაცხვის ნერგები გადასცა სკოლას სკვერის გამწვანებისათვის.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყალთოში
იყალთოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,მომავლის საყრდენი“ წევრმა მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა სკოლაში, როგორ ატარებენ თავისუფალ დროს მე-7 დან მე-9 კლასის მოსწავლეები და რამდენად ხშირად არიან დაკავებულნი სპორტით. კვლევის შედეგების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ მოსწავლეთა უმრავლესობა თითქმის არ ვარჯიშობს და დროის…
„ჩემი სკოლის ეზო- სუფთა გარემო“
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი „ჩემი სკოლის ეზო- სუფთა გარემო“. სკოლაში ჩატარდა ტრენინგი ეკოლოგიასა და გარემოს დაცვის საკითხებზე, კლუბის წევრებმა დადგეს სკოლაში მწვანე ყუთი მაკულატურის შესაგროვებლად სლოგანით – „შეაგროვე მაკულატურა და გაუფრთხილდი…
სოფელ ასკანას მოსწავლეები ზრუნავენ სოფლის განვითარებაზე
სოფელ ასკანას სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა სოფელში ტურისტული საინფორმაციო ბანერის განთავსების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. მოსწავლეები ზრუნავენ სოფლის განვითარებაზე, სოფლის ტურისტული და ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის ცენტრში დამონტაჟდება ბანერი, რომელზედაც განთავსებული იქნება ასკანაში არსებული…
მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
თბილისის და მცხეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო მასალა, მოაწყვეს იმიტირებული სასამართლო პროცესი „დედამიწა და ადამიანი“, თემატური ფილმის ჩვენება და დისკუსია, დასუფთავების და გამწვანების აქციები, ნარჩენებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და ჩაატარეს აქცია…
ჯანსაღი ცხოვრების კვირეული იმერეთში
იმერეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეების ინიციატივით თემში ჯანსაღი ცხოვრების კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში სკოლებში სხვადასხვა დაავადებებისა და მათი პრევენციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, მოეწყო თემატური ფილმის ჩვენებები, დისკუსიები. მოსწავლეთა მონაწილეობით დაიდგა ფლეშმობი. ,,კვირეული დღესასწაულად გადაიქცა, სხვადასხვა ღონისძიებების პარალელურად მოეწყო…
„ჩვენ ერთად შევძლებთ“
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანატოლებთან ინტეგრაციის და მათი უნარების განვითარების მიზნით განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „ჩვენ ერთად შევძლებთ“. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიების დროს მოსწავლეებმა შეასრულეს ბიოლოგიის, ფიზიკის და ზოოლოგის სახალისო დავალებები. მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს შშმ…
,,მომავალის თაობა – აქტიური მოქალაქეობისთვის
2018 წლის 4 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია ;მომავალის თაობა – აქტიური მოქალაქეობისთვის;. კონფერენციაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს განხორციელებულ ადვოკატირების პროექტებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, თანატოლთა შორის ძალადობის შემცირება, საგზაო უსაფრთხოება და შშმ პირების უფლებათა დაცვა. ასევე სტუმრებს გააცნეს კლუბების…
მოსწავლეების შეხვედრა პარლამენტის წევრებთან
2018 წლის 4 აპრილს, პროგრამის ;;მომავლის თაობა’‘ იმერეთის რეგიონის 30 პარტნიორი სკოლის კლუბის ლიდერები სასწავლო ვიზიტით საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და მისი პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი შეხვდნენ.შეხვედრაზე ზოგად და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ…