ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა არდადეგების პერიოდში სკოლის ეზოს მოწესრიგება და გამწვანება გადაწყვიტეს. მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხარდაჭერით მოსწავლეებმა ეზო დაასუფთავეს, მოაწესრიგეს და მცენარეები დარგეს. ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს და პედაგოგებს სკოლაში განახლებული…
სიახლე
მოსწავლეთა ინიციატივით ხაიშის საჯარო სკოლაში სკვერი მოეწყო.
მოსწავლეთა ინიციატივით ხაიშის საჯარო სკოლაში სკვერი მოეწყო. სკოლის ადმინისტრაციამ სკვერისთვის ადგილი შეარჩია, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფიჭვის ნერგები გადასცა სკოლას.მოსწავლეების მიერ ორგანიზებულ გამწვანებისა და დასუფთავების აქციებში მონაწილეობა მიიღეს მშობლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ. მოსწავლეებმა ძველი საბურავებისგან საყვავილეები დაამზადეს და სკამები შეღებეს. ახლა…
ბენარის სკოლის მოსწავლეებმა შშმ პირებთან ერთად ღონისძიება გამართეს
სოფელ ბენარის სკოლის მოსწავლეები შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის – „ტალიტა კუმის; ბენეფიციარებს დაუმეგობრდნენ.სასკოლო სამოქალაქო კლუბის „ფესვები; წევრმა მოსწავლეებმა და ცენტრის შშმ ბენეფიციარებმა ჯერ ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენა-გაყიდვა, ხოლო შემდეგ ერთობლივი კონცერტი მოაწყვეს.;მინდოდა მათ გვერდში დგომა, მე და ჩემმა კლასელებმა…
ცხემლისხიდის მოსწავლეები ქუჩაში მცხოვრები ბავშვების უფლებებს იცავენ
ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად ერთი დღე ქუჩაში გაატარეს, რათა უკეთ დაენახათ მათი პრობლემები და საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ სახელმწიფო, სტუმრად მოიწვიეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, სოციალურ…
„მწვანე ინსპექტორი”
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნეს, შექმნეს მონიტორინგის ჯგუფი ,,მწვანე ინსპექტორი“ და Facebook -ის დახურული ჯგუფი, სადაც იხილავდნენ მწვანე ინსპექტორების მიერ გამოვლენილ ეკოლოგიურად დაბინძურებული უბნების მდგომარეობას და არსებული პრობლემების მოგვარების გზებს.გამოვლენილი დაბინძურებული ადგილების…
„დავიცვათ ბუნება”
სოფელ აღაიანის სკოლის მოსწავლეებმა სოფელში არსებული მრავალი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება საკუთარი სკოლის გამწვანებით დაიწყეს. მოსწავლეებმა მოაწყვეს დასუფთავების და გამწვანების აქცია, დარგეს ნაძვის ნერგები და ყვავილებით გაალამაზეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ინიციატივის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო კედლის გაზეთი „დავიცვათ ბუნება”.მოსწავლეებმა შეისწავლეს სოფლის ეკოლოგიური…
სოფელ ქვემო ხვითის მოსწავლეებმა სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის ოთახი მოაწყვეს
სოფელ ქვემო ხვითის მოსწავლეებმა სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის ოთახი მოაწყვეს.განახლებულ გარემოში მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების თემაზე წიგნის კითხვის კვირეული და ნახატების კონკურსი ჩაატარეს. მოსწავლეებმა ასევე ჩაატარეს გამოკითხვა თემში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, მოამზადეს საინფორმაციო ფურცლები – „დისკრიმინაცია და თანასწორობა-ყველა განსხვავებულია, ყველა…
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს
სოფელ მერჯევის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას.სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა, ,,ყრუთა კავშირის“ წარმომადგენლებთან გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები. საჩხერის თეატრის ახალგაზრდა მსახიობების დახმარებით, სკოლაში თოჯინების სპექტაკლი დაიდგა. მოსწავლეებმა ერთობლივად…
ფახულანის მოსწავლეების პროექტი „არა ძალადობას“
ფახულანის №1 სკოლის მოსწავლეებმა ძალადობისა და ჩაგვრის პრევენციის მიზნით სოფელში საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. მოსწავლეებმა დაამზადეს და თემში გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, მოაწყვეს მრგვალი მაგიდა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, თემატური ესეების, ნახატების და ასფალტზე ხატვის კონკურსები, გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს სიმულაციური…
თბილისის №48 სკოლაში პანდუსი დამონტაჟდება
თბილისის N48 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში პანდუსი დამონტაჟდება.სკოლში განსაკუთრებით ზრუნავენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობაზე და სასწავლო პროცესში მათ სრულფასოვან ინტეგრაციაზე. სკოლაში არის კარგად აღჭურვილი რესურს ოთახი და ადაპტირებული გარემო.იმისათვის რომ, სკოლას ჰქონდეს ყველა პირობა და…