არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების მთავარი თემაა! კლუბის წევრებმა, სკოლაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ქალბატონი დალი არევაძე მოიწვიეს. ქალბატონმა დალიმ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ქვეყნის განვითარებისთვის და შეხვედრის მონაწილეებს…
სიახლე
მოსწავლეები მარიხუანას გამოყენების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოფელში გამოკითხვა ჩაატარეს, მარიხუანას გამოყენების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის დასადგენად. გამოკითხული იყო 30 სხვადასხვა ასაკის ადამიანი, რომლებსაც სხვადასხვა ინფორმაცია ჰქონდათ მარიხუანას მოხმარების შედეგების შესახებ. სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, მოსწავლეები შიდა ქართლის საპატრულო…
,,ჩვენი ოთხფეხა მეგობრები;;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცხოველების დაცვის მიზნით დაგეგმეს და განახორციელეს საინფორმაციო კამპანია ,,ჩვენი ოთხფეხა მეგობრები’. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და მოამზადეს პრეზენტაცია შინაური ცხოველების შესახებ. მოეწყო ნახატებისა და სლოგანების გამოფენა. საუკეთესო ნამუშევრები პლაკატების სახით გამოიკრა ხალხმრავალ ადგილებში. გაიმართა…
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ქ-ნ ელიზაბეთ რუდის ვიზიტი ჩიბათის სკოლაში
2018 წელს 19 ოქტომბერს, ჩიბათის საჯარო სკოლამ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ქ-ნ ელიზაბეთ რუდს უმასპინძლა.ვიზიტი ჩიბათის საჯარო სკოლის ეზოში საშემოდგომო გამოფენის დათვალიერებით დაიწყო და პრეზენტაციებით გაგრძელდა, სადაც სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლადო აფხაზავამ, მის მოსწავლეებთან ერთად მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო…
მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაუმჯობესება გადაწყვიტეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაუმჯობესება გადაწყვიტეს.მოსწავლეების ინიციატივით და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, კლუბის წევრებმა სკოლაში სკვერის მოსაწყობად საღებავები და ეზოს სკამები მიიღეს.შედეგად, სკოლაში მისულ მოსწავლეებს და პედაგოგებს უკვე განახლებულ გარემოში უწევთ მუშაობა.
კონფერენცია „დემოკრატია, როგორც ქვეყნის განვითარების წინაპირობა“
ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაიმართა დემოკრატიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „დემოკრატია, როგორც ქვეყნის განვითარების წინაპირობა“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის, „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბებმა. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, გაიმართა დისკუსია, დებატები, დღის ბოლოს კი მოეწყო კვირეულის საზეიმო…
1 ოქტომბერი, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა!
გურიის, სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, სოფლის უხუცეს ქალბატონებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და თემის წევრების და სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით საჩუქრები გადასცეს. ,,როდესაც დახმარების გაწევას დააპირებ, კარგად უნდა დააზუსტო რა სჭირდება კონკრეტულ ადამიანს. ჩვენც ასე მოვიქეცით, ჯერ…
აჭარის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ინიციატივით, 2018-2019 სკოლის სასწავლო წელი „ბულინგისაგან თავისუფალ ზონად“ გამოცხადდა
აჭარის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ინიციატივით, 2018-2019 სკოლის სასწავლო წელი „ბულინგისაგან თავისუფალ ზონად“ გამოცხადდა. მოსწავლეების მიერ წამოწყებულ კამპანიას სატელევიზიო პროექტის “X ფაქტორი“ ფინალისტი, გიორგი ფუტკარაძე შეუერთდა, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ ბულინგის პრევენციის მიზნით დაგეგმილ აქტივობებში. „ჩემთვის…
მოსწავლეებმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასკოლო სამოქალაქო კლუბების ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა ჩაატარეს ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალციხის №1, №5, №6, სოფლების – ღრელის, ბენარის, მლაშეს საჯარო სკოლების და კერძო სკოლა ,,მზექას“ მოსწავლეებმა. ვიქტორინას წინ უძღვოდა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის, ადრეული…
საინფორმაციო კამპანია „გაუფრთხილდი წყლის ბინადრებს“
სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ერუდიტი“ წევრმა მოსწავლეებმა ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია „გაუფრთხილდი წყლის ბინადრებს“.კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს თუ რა ზიანი მოაქვს ბრაკონიერებას გარემოსთვის და მიაწოდეს ინფორმაცია თევზჭერისთვის ხელსაყრელი პირობებისა და პერიოდების შესახებ.კამპანიის დროს სამოქალაქო კლუბის წევრებმა…