აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს. მოსწავლეთა ნამუშევრებს გაეცნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი…
სიახლე
„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“
თბილისის № 108 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია თუ რამდენად საჭიროა სისხლის გარკვეული მარაგის არსებობა ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. სკოლასა და თემში აწარმოეს საინფორმაციო კამპანია სისხლის უანგარო გაღების მსურველთა მოსაძიებლად. მოსწავლეებში გამოაცხადეს სლოგანების კონკურსი „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“…
თანატოლების ინფორმირება ძალადობის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს თანატოლების ინფორმირება ძალადობის შესახებ. სკოლაში ჩატარდა უფროსკლასელი მოსწავლეების გამოკითხვა, თუ რამდენად ფლობდნენ ინფორმაციას ძალადობის შესახებ, შესწრებიან თუ არა სკოლაში ძალადობის ფაქტებს და რა მოუმოქმედებიათ. როგორც კლუბის ლიდერმა, ვერიკო სუხიტაშვილმა აღნიშნა: „პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ…
მოსწავლეების შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
განმუხურის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს მათ მიერ პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნეს – სკოლაში მოეწყო ბიბლიოთეკა, განახლდა წიგნები და ინვენტარი. მოსწავლეებმა ასევე სკოლასა და…
სოფელ ჯალაურთის მოსწავლეებმა საინფორმაციო კამპანია აწარმოეს ქალთა უფლებების დაცვის თემაზე
მოსწავლეებმა სოფელ ჯალაურთაში მცხოვრები ქალბატონებისთვის კომპიუტერის შემსწავლელ ერთთვიან უფასო კურსს გაუკეთეს ორგანიზება. ქალბატონებს მეცადინეობები სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ჩაუტარა. “ისე როგორც მთლიანად ქვეყანაში, ჩვენს სოფელშიც ქალთა უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, იმისათვის რომ ქალების დასაქმების შესაძლებლობა გაზრდილიყო, მათი უნარების გაძლიერებაზე ვიფიქრეთ…
მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია
19 თებერვალს, პროგრამა „მომავლის თაობის“ თბილისის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს. 2018 წელს, მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტებისა და სამოქალაქო კლუბის ფორმატში იმუშავეს შემდეგ თემებზე: თანატოლთა ინფორმირება მარიხუანას მოხმარების ნეგატიური ზეგავლენის…
ამერიკელი სტაჟიორი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს ხვდება
თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები თბილისის მოზარდთა სახლში შეიკრიბნენ და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სხვადასხვა პროექტებში მათი სამოქალაქო ჩართულობა განიხილეს. მათ ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, გამოწვევებზე და იმ ზეგავლენაზე, რაც სამოქალაქო განათლების სწავლებამ მოახდინა მათ ცხოვრებაზე.კლაუდია როდრიგესი აშშ-დან, მცირე…
„უვნებელი მომავალი
ქალაქ თბილისის № 9 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, მარიხუანას გამოყენების მავნებლობის შესახებ თანატოლების ინფორმირების და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს. სკოლაში ჩატარდა სემინარი თემაზე „უვნებელი მომავალი”. ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგებზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით…
მოსწავლეები ეკოლოგიაზე ზრუნავენ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მდინარე ბუჯის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის კამპანია დაიწყეს.მოსწავლეებმა სოფლებს შორის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციის თხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას განცხადებით მიმართა.პარალელურად მოეწყო დასუფთავების აქცია, რომლის შედეგადაც ნარჩენებისგან გასუფთავდა მდინარის მიმდებარე ტერიტორია.
მოსწავლეებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანატოლებზე იზრუნეს
თბილისის 79-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე თანატოლებისთვის კეთილმოეწყო სკოლის რესურს ოთახი, შედგა საკონსულტაციო შეხვედრა ფსიქოლოგთან, მოსწავლეებმა ერთად მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა თამაშებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო…