სამოქალაქო განათლების პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის 2011 წლის მაისში დაიწყო, როდესაც ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში დავაფუძნეთ კლუბი – “პირველები”. ჩვენ შევქმენით სივრცე, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეეძლო ეგემა არაფორმალური…
Category
სიახლე
პროექტი „ჩემი საყვარელი სივრცე“
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის აზერბაიჯანული სექტორის მე-9 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი „ჩემი საყვარელი სივრცე“, რომლის მიზანი სკოლის გარემოს გაუმჯობესება და კითხვის პოპულარიზაცია იყო.მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა სკოლაში, რა ჟანრის…
სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით გაუმჯობესდა საგზაო უსაფრთხოება სოფელში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით გაუმჯობესდა საგზაო უსაფრთხოება სოფელში. სკოლა ტერიტორიულად სოფლის შესასვლელში, მთავარ საავტომობილო მაგისტრალზე მდებარეობს. სკოლის წინ არ იყო სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერი ან…
აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს.
აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს. მოსწავლეთა ნამუშევრებს გაეცნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და…
„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“
თბილისის № 108 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია თუ რამდენად საჭიროა სისხლის გარკვეული მარაგის არსებობა ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. სკოლასა და თემში აწარმოეს საინფორმაციო კამპანია სისხლის უანგარო გაღების…
სიახლე
თანატოლების ინფორმირება ძალადობის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს თანატოლების ინფორმირება ძალადობის შესახებ. სკოლაში ჩატარდა უფროსკლასელი მოსწავლეების გამოკითხვა, თუ რამდენად ფლობდნენ ინფორმაციას ძალადობის შესახებ, შესწრებიან თუ არა სკოლაში ძალადობის ფაქტებს და რა…
მოსწავლეების შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
განმუხურის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს მათ მიერ პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნეს – სკოლაში…
სოფელ ჯალაურთის მოსწავლეებმა საინფორმაციო კამპანია აწარმოეს ქალთა უფლებების დაცვის თემაზე
მოსწავლეებმა სოფელ ჯალაურთაში მცხოვრები ქალბატონებისთვის კომპიუტერის შემსწავლელ ერთთვიან უფასო კურსს გაუკეთეს ორგანიზება. ქალბატონებს მეცადინეობები სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ჩაუტარა. “ისე როგორც მთლიანად ქვეყანაში, ჩვენს სოფელშიც ქალთა უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა,…
მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია
19 თებერვალს, პროგრამა „მომავლის თაობის“ თბილისის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს. 2018 წელს, მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტებისა და სამოქალაქო კლუბის…
ამერიკელი სტაჟიორი თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს ხვდება
თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები თბილისის მოზარდთა სახლში შეიკრიბნენ და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სხვადასხვა პროექტებში მათი სამოქალაქო ჩართულობა განიხილეს. მათ ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, გამოწვევებზე და იმ ზეგავლენაზე,…