ბათუმში, 26 მაისის სახელობის პარკში, ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა, რომელშიც პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლები მონაწილეობდნენ. ფესტივალზე სოფელ აჭყვას, ქობულეთის №6, სოფელ ზემო წინსვლის სკოლების მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების ფოტო-გამოფენა წარმოადგინეს. გამოფენაზე წარმოდგენილი პროექტები ეხებოდა თანატოლთა შორის ძალადობის…
სიახლე
მოსწავლეების ძალისხმევით აღდგენილი სკოლის ბიბლიოთეკა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, რის გამოც მოსწავლეები წიგნებით სარგებლობას ვერ ახერხებდნენ. ბიბლიოთეკის ოთახი არქივად იყო ქცეული და იქ შესვლაც კი შეუძლებელი იყო. მოსწავლეებმა პრობლემის მოგვარება გადაწყვიტეს და დახმარებისთვის სკოლის ადმინისტრაციას მიმართეს, რომელმაც ბიბლიოთეკისთვის…
მოსწავლეები ტელე–რადიო კომპანია „რიონში“ იმყოფებოდნენ
იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ტელერადიო კომპანია „რიონში“ იმყოფებოდნენ. მათ ტელერადიო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თამარ ღვინიანიძემ უმასპინძლა.მოსწავლეები ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, დაათვალიერეს სტუდიები, ჟურნალისტებს და ოპერატორებს გაესაუბრნენ და შეკითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო თემებზე. ჩვენი სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, შევქმენით…
ტრენინგი მოსწავლეებისთვის – თანამშრომლობა მედიასთან
იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები მედიასთან თანამშრომლობის თემაზე გამართულ ტრენინგს დაესწრნენ. ტრენინგზე მათ მედიასთან ურთიერთობის გზები, მედია კამპანიების ორგანიზების, ახალი ამბების, რეკლამების მომზადების სპეციფიკა, ყალბი ამბების ამოცნობის ხერხები და მედია წიგნიერების მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს.„როდესაც ამბობ, რომ ხარ აქტიური მოქალაქე…
ტრენინგი – „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“
2019 წლის 2-10 ნოემბერს, თბილისსა და ქუთაისში პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ჩაუტარდათ ტრენინგი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“. ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ იყო ორგანიზებული და მას 32 პედაგოგი დაესწრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე პედაგოგმა…
ვიზიტი „ქუთაისის პოსტის“ რედაქციაში
იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით საინფორმაციო პორტალ „ქუთაისი პოსტის“ რედაქციას ესტუმრნენ. მათ ჟურნალისტმა თეკლა მორგოშიამ უმასპინძლა. მოსწავლეები პორტალის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, სარედაქციო გარემო დაათვალიერეს, ჟურნალისტებს გაესაუბრნენ და შეკითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო თემებზე. „ძალიან საინტერესო ვიზიტია, ჩვენ ვნახეთ და…
გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს“
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯის №1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები სოფლის რწმუნებულს შეხვდნენ და საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. შედეგად მოსწავლეებმა სკოლის წინ ზებრა გადასასვლელის მოხატვის ნებართვა მიიღეს.სკოლაში სემინარიც იგეგმება თემაზე – ,,როგორ ვიმოძრაოთ უსაფრთხოდ”. სემინარზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეები საინფორმაციო…
შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან
იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსს მადონა ბასილაძეს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე იმსჯელეს, რომელთა შორის იყო: ადრეული ქორწინება, ბავშვთა უფლებები და მოვალეობები, ბულინგი სკოლებში და სხვა. „ჩვენთვის, როგორც სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში…
საინფორმაციო კამპანია -არა პოლიეთილენს
თბილისის №75 საჯარო სკოლის მეცხე კლასის მოსწავლეებმა პოლიეთილენის გარემოზე მავნე ზეგავლენის შესახებ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ჩატარება გადაწყვიტეს. მოსწავლეებმა თემში გამოკითხვა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ გამოკითხულთა 80 % -მა არ იცის იმ ზიანის შესახებ, რასაც პოლიეთილენით გარემოს დაბინძურება იწვევს.საინფორმაციო…
დავით რობანიშვილი, ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი
“პროექტების განხორციელების პროცესში მივხვდი, რომ წარმატება მიღწეული შედეგის ხალხის მიერ აღიარებას არ ნიშნავს, ჩემი აზრით, იგი მიღწეული შედეგის სარგებლიანობის გააზრებაა. მივხვდი, რომ სამოქალაქო განათლება მარტო სახელმძღვანელოთი არ ისწავლება, ადამიანს შინაგანად უნდა ჰქონდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მიღებული ცოდნაც რეალურად გამოიყენოს პრაქტიკაში.…