2020 წლის 21 იანვარს „თბილისის მოზარდთა სახლში“ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შევხვდი. შეხვედრის დასაწყისში მე მათ ჩემ შესახებ მოვუყევი, გავუზიარე საშუალო სკოლაში და კოლეჯში სწავლის გამოცდილება და საქართველოში ჩემი ყოფნის მიზანიც გავაცანი. შეხვედრა შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოზარდები ძალიან ცნობისმოყვარენი…
სიახლე
მოსწავლეები ქართული ბზის გადასარჩენად
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაშენების პირას მყოფი ქართული ბზის გადარჩენაზე იზრუნეს. მათ ინფორმაცია მოიძიეს კოლხური ბზის გამრავლების, მოვლისა და გარემოსთვის მისი მნიშვნელობის შესახებ. მოსწავლეებს მასტერკლასიც ჩაუტარდათ ნერგების გამოყვანის შესასწავლად, ხოლო კოლხური ბზის გასამრავლებლად ნერგები ნაცხვავატევის ტყეში და…
მოსწავლეებმა თემში წყლის პრობლემის მოგვარებაზე იზრუნეს
სოფელ ანაგის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა თემში წყლის პრობლემის მოგვარებაზე იზრუნეს. მათ ჩაატარეს გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ სკოლასა და საბავშვო ბაღს წყლის მარაგის უკმარისობა ჰქონდა, ხოლო სოფლის ამბულატორიას საერთოდ არ მიეწოდებოდა წყალი. ამგვარად ყველაზე მნიშვნელოვანი სოფელში სწორედ ამ პრობლემის…
სოფელ განთიადის სკოლის მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოებაზე იზრუნეს
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა ცენტრალურ გზასთან ახლოს მდებარეობს, გზის მეორე მხარეს კი მაღაზიაა, რის გამოც მოსწავლეებს ხშირად უწევთ გზის სავალი ნაწილის გადაკვეთა. გზაზე არ იყო ზებრა გადასასვლელი, არც საგზაო ნიშნები, ხოლო ავტომობილები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, ამიტომ იყო შემთხვევები,…
მოსწავლეების სასწავლო ვიზიტი
მოსწავლეები გურიიდან სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილებას, სადაც განყოფილების ფუნქციებსა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნენ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელი ლალი სიჭინავა მათ საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა გენდერულ ბალანსსა…
ოსიაურის სკოლაში მოსწავლეებმა განხორციელებული პროექტების შედეგები წარმოადგინეს
სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს და ასევე – მცირე წარმოდგენა თანატოლთა შორის ჩაგვრის შემცირების თემაზე.მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები გარემოს დაცვას, სათემო პრობლემების მოგვარებასა, კერძოდ – მდინარე „სურამულას“ გადარჩენას დაბინძურებისაგან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას…
.„ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას“
სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა დისკრიმინაციის, თანასწორობის, ტოლერანტობის შესახებ თანატოლების ინფორმირება გადაწყვიტეს – მათ სოფელში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ და ტოლერანტობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქ ურთიერთობებისთვის. სკოლაში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ქართველმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს; ერთობლივად…
მოსწავლეების შეხვედრა მოსამართლე თამარ ჩიხლაძესთან
მოსამართლის პროფესიას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, სასამართლო სისტემის სპეციფიკას და იქ არსებულ ხარვეზებს ეხებოდა მოსამართლე თამარ ჩიხლაძესთან შეხვედრის დროს მოსწავლეების მიერ დასმული კითხვები.მოსამართლე თამარ ჩიხლაძემ რუსთავის, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებთან მოსამართლის პროფესიაზე და საკუთარ კარიერულ გამოცდილებაზე ისაუბრა. შეხვედრის…
სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებთან
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მათი შრომითი უფლებების, ოჯახში ძალადობის, სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვის საკითხებს და იმ ნაბიჯებს, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი უფლებების დარღვევის დროს მიმართავს, ეხებოდა სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების მიერ ონლაინ კონფერენციის დროს დასმული შეკითხვები.ონლაინ კონფერენციის სტუმრები იყვნენ მაია გედევანიშვილი,…