ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ვირუსული დაავადებების პრევენციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება გადაწყვიტეს. მათ სკოლაში მოიწვიეს სოფლის ექიმი, რომლისგან მიღებულ კვალიფიციურ ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო კედლის გაზეთი და ბუკლეტები მოამზადეს და თემში გაავრცელეს.
სიახლე
ლიკა ჯაიანი სასკოლო სამოქალაქო კლუბში ჩართულობის შესახებ
ლიკა ჯაიანი, სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. ლიკა გვიზიარებს სასკოლო სამოქალაქო კლუბში მუშაობის გამოცდილებას:„სასკოლო სამოქალაქო კლუბში ჩართვამდე, ხალხთან კომუნიკაცია მიჭირდა, პრეზენტაციის გაკეთებას ვერ ვახერხებდი, ძალიან დაძაბული და გაუბედავი ვიყავი. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მსგავსი ,,კომპლექსები მომეხსნა, სხვა კუთხით…
შეაჩერე კორონავირუსი, შექმენი ვიდეო თემაზე ,,როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან“.
შეაჩერე კორონავირუსი! შექმენი ვიდეო თემაზე „როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან“ სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ იწვევს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს ვიდეოების შესაქმნელად. შეფასების კრიტერიუმები: • ვიდეო არ უნდა იყოს 2 წუთზე მეტი ხანგრძლივობის. • ვიდეოში შემოქმედებითი ფორმით წარმოდგენილი…
ფარგანა კარაევა, სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლე
ფარგანა კარაევა, სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლე, ნაადრევი ქორწინების პრევენციის მიზნით განხორციელებული პროექტის ინიციატორია.”ჩემს სოფელშიც იყო ნაადრევი ქორწინების შემთხვევები და სულ მინდოდა, ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ რაიმე ფორმით გამომეხატა პროტესტი. ამიტომ ამ თემაზე პროექტის განხორციელება გადავწყვიტე. მინდა, რომ ჩემს…
ირმა გორდელაძე სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ბუნების დამცველი
ირმა გორდელაძე სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ის მოსწავლეებს კარგ მოქალაქეობას, თემზე და სკოლაზე ზრუნვას ასწავლის. იგი უკვე ორი წელია ბუნების დაცვისთვის და თემში ეკო-ცნობიერების ამაღლებისთვის იბრძვის.თანამოაზრეებთან ერთად ირმამ მდინარე აჭის ხეობაში ინერტული მასალის მოპოვება გააპროტესტა. შედეგად კარიერების…
მანანა ჩხაიძე, სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი
მანანა ჩხაიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სკოლის დირექტორი. ქ-ნი მანანა მოსწავლეების პროექტებში ჩართულობის შედეგებზე საუბრობს:„პროექტულმა სწავლებამ მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მოსწავლეები ავლენენ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, აქტიურად მონაწილეობენ პრაქტიკულ საქმიანობაში, განუვითარდათ…
„ახალი თაობის მედია“
საბა ბედინეიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, ჟურნალისტის პროფესიაზე ოცნებობს. ის აქტიური მოქალაქეა და ხშირად ეხმარება თემის წევრებს პრობლემების მოგვარებაში და ამისათვის ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.,,ჟურნალისტიკით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული. როგორც მამა მეუბნება, სხვა ბავშვები ეზოში ფეხბურთს…
მოსწავლეებმა სოფლის საჭიროებებზე იზრუნეს
სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭიროებების კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ახლომდებარე სოფელ დარჩეთში სამედიცინო პუნქტი არ ფუნქციონირებს. დარჩეთის მოსახლეობას კი, განსაკუთრებით მოხუცებს, რაიონულ ცენტრამდე გადაადგილება და სამედიცინო დახმარების მიღება უჭირთ.დახმარებისთვის მოსწავლეებმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერიის წარმომადგენლებს მიმართეს, რომლებმაც მოიწონეს…
მოსწავლეებმა პეტიციით მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოუწესრიგებელი შიდა გზების აღდგენის შესახებ პეტიციით მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას.გაგაცნობთ თათა კასრაძის მიერ მომზადებულ პეტიციას:„როგორც ჩვენ მიერ ჩატარებულმა თემის საჭიროებების კვლევამ აჩვენა, გამოკითხულთა 70 % ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მოუწესრიგებელ შიდა გზებს მიიჩნევს. ცენტრალური გზების…