სამეგრელოს რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები რადიო „ათინათის“ ახალ გადაცემაში – „მომავლის თაობა“- მონაწილეობენ, რომელიც სამოქალაქო განათლების სწავლებასა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას, ასევე, მათთვის საინტერესო სხვა აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.იგი ყოველ ხუთშაბათს გადის და ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გასული გადაცემების…
სიახლე
მოსწავლეთა ონლაინ შეხვედრა ჟურნალისტ სალომე ჩადუნელთან
შიდა ქართლის რეგიონის სკოლების მოსწავლეთა ონლაინ შეხვედრა გაიმართა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტთან, სალომე ჩადუნელთან.სალომე USAIDის სამოქალაქო განათლების პროგრამის კურსდამთავრებულია და სკოლის ასაკში აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო პროექტებში. შეხვედრის დროს სპიკერმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოსწავლეებს, გაიხსენა ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები თემის პრობლემების…
თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს
მომავალი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის წევრთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე მოსწავლეებმა პრიორიტეტული თემები დაასახელეს: ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების პრევენცია, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;ასევე, შეიმუშავეს ივლისის თვის სამოქმედო გეგმა, რომელიც საინფორმაციო კამპანიების ორგანიზებას, დასუფთავებისა…
„ქალები თანასწორობისთვის
ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად აჭარის რეგიონის სოფელ ახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონფერენცია მოაწყვეს – „ქალები თანასწორობისთვის”.კონფერენციაზე მოსწავლეებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობასა და სხვა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც სამოქალაქო ჩართულობაში ხელს უშლის ქალებს.გენდერული თანასწორობის შესახებ ცოდნის გაღრმავების მიზნით…
„ლიდერთა აკადემია“
„ლიდერთა აკადემია“ – აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის დღის ბანაკი გაიმართა.მოსწავლეები, ჯგუფური ვიზიტით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ესტუმრნენ; შეხვდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს და საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს მისგან. უმაღლეს საბჭოში მცირე ექსკურსიაც მოეწყო მათთვის, ხოლო შემდეგ…
მოსწავლეები ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ
ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თანატოლების ინფორმირების საკითხებზე სოფელ ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იზრუნეს. იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიღრმავოს ცოდნა ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ, მათ შეაგროვეს ინფორმაცია ჰერბიციდების და პესტიციდების გამოყენების შესახებ, დაამზადეს ფლაერები და გააზიარეს…
მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებზე იზრუნეს
სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით წერილობით მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას სკოლის წინ გადასასვლელის განახლების შესახებ.მოსწავლეები საგზაო უსაფრთხოების მიზნით თემის ინფორმირებას და სკოლის წინ გადასასვლელის მოწესრიგების შემდეგ მის მოხატვას გეგმავენ.
მოსწავლეების ძალისხმევით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელი განახლდა
მოსწავლეების ძალისხმევით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელი განახლდა.სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წერილობით მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას სკოლის წინ გადასასვლელის განახლების შესახებ. მოსწავლეთა მოთხოვნა დადებითად გადაწყდა, მოსწავლეების მონაწილეობით ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის წინ ზებრა გადასასვლელი დაიხაზა.
დეზინფორმაცია და ყალბი ამბები, შეხვედრა ზვიად ქორიძესთან
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფეისბუქ გვერდის საშუალებით მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შეხვდა.შეხვედრის დროს მან დეზინფორმაციის, ყალბი ამბებისა და მედიის როლის შესახებ ისაუბრა და მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა. რომელი მედია საშუალებები ავრცელებენ დეზინფორმაციას? როგორ განვასხვავოთ დეზინფორმაცია რეალური ამბისგან? როგორ გავუმკლავდეთ სხვადასხვა მედიასაშუალებების, მათ…
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თემში
თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება განიზრახეს სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლეებმა. მათ ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს და თემის წევრების დახმარებით სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები წამოიწყეს: სპორტული მოედნის ტერიტორია გაწმინდეს და სპორტული ინვენტარის დასამონტაჟებლად ორმოები მოამზადეს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ…