ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სამცხეს ჯავახეთის რეგიონის სოფელ ბენარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტული თამაშები და გასართობი ღონისძიებები მოაწყეს და თანატოლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობები გააცნეს.
სიახლე
მოსწავლეები ჯანსაღი კვებისა შესახებ
გურიის რეგიონის მოსწავლეებმა ჯანსაღი კვების მნიშვნელობისა და სურსათის უვნებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება გადაწყვიტეს.დეტალური ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე მათ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან მიიღეს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი შემდეგ პოსტერები მოამზადეს სურსათის უვნებლობის სტანდარტების, რეგულაციების, ტერმინოლოგიისა და რეკომენდაციების შესახებ.პოსტერებზე მითითებულია…
მოსწავლეები ქუჩის ცხოველების დასაცავად
თბილისის სკოლების მოსწავლეებმა ქუჩის ცხოველების დასაცავად კამპანია წამოიწყეს. მოსწავლეები კანონმდებლობას უსახლკარო ცხოველების დაცვის შესახებ გაეცნენ, შეხვდნენ თავშესაფრებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს და უსახლკარო ცხოველების დაცვისა და მოვლის პრობლემებზე იმსჯელეს, შემდეგ მოამზადეს პოსტერ და სოციალური მედიის მეშვეობით გაავრცელეს.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე!
პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს და თანატოლებს სამოქალაქო ჩართულობისკენ მოუწოდეს.ახალქალაქის №2 სომხური სექტორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თანატოლებში კმაყოფილების კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებზე დაყრდნობით ვიდეორგოლი მოამზადეს და მერიის ახალგაზრდული…
USAID- ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ უზრუნველყო ტექნიკური მხარდაჭერა ტელესკოლის პროექტის მომზადების პროცესში
COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული დისტანციური სწავლების პერიოდში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტელეკომპანია „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ თანამშრომლობით დაიწყო სატელევიზიო სკოლის პროექტი დისტანციური სწავლების მხარდაჭერის მიზნით. ქვეყნის მასშტაბით ყველა მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა ტელესკოლის გაკვეთილებს. USAID- ის სამოქალაქო განათლების…
მოსწავლეების სტაჟირების პროგრამას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს
ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეების სტაჟირების პროგრამას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.ერთი კვირის განმავლობაში, მოსწავლეები გაეცნობიან მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის პრინციპებს და ახალგაზრდულ პროგრამებს, რომელსაც მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტი ახორციელებს.შემდეგ მოსწავლეები მერიის ახალგაზრდულ დეპარტამენტთან ერთობლივ ღონისძიებებს დაგეგმავენ, ხოლო სტაჟირების პროცესში მიღებულ ცოდნას სამოქალაქო…
საინფორმაციო კამპანია – „იმოძრავეთ უსაფრთხოდ“
„იმოძრავეთ უსაფრთხოდ“ – ეს არის საგზაო უსაფრთხოების კამპანიის სლოგანი, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში პარტნიორი სკოლების მოსწავლეთა მიერ არის ინიცირებული.მათ მოიძიეს ინფორმაცია და არსებული სტატისტიკა საგზაო შემთხვევებისა და, კერძოდ, ალკოჰოლური ზემოქმედებით გამოწვეული შემთხვევების შესახებ; მოამზადეს ონლაინ პოსტერები და ვიდეო საგზაო უსაფრთხოების…
დაიწყე შენი დღე სპორტით“
თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით, მოსწავლეებმა საინფორმაციო კამპანია წამოიწყეს – „დაიწყე შენი დღე სპორტით“. ისინი ახლად გაკეთებული გარე სპორტული სივრცის პოპულარიზაციას გეგმავენ, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად მოეწყო. ახლა აქ ყოველ დილით იკრიბებიან მოსწავლეები და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს…
პროფესიული გაზიარების ჯგუფის ონლაინ შეხვედრები
სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის პროფესიული გაზიარების ჯგუფის ონლაინ შეხვედრები გაიმართა.შეხვედრების დროს პედაგოგებმა პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს, გაეცნენ დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკებსა და გამოცდილებას; იმსჯელეს, თუ როგორ აამაღლონ მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია და როგორ გადალახონ განმავითარებელი შეფასების სირთულე, რათა უფრო ეფექტური და მიუკერძოებელი…
„აღმოაჩინე საქართველო!
ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, თბილისის სკოლების მოსწავლეების ინიციატივით, გამოცხადდა ფოტო და ვიდეო კონკურსი. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ნაკლებად ცნობილი და პოპულარული ისტორიული ძეგლების შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მოამზადებენ პოსტერებს, ვიდეოებს და გაავრცელებენ სოციალური მედიის მეშვეობით. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს, რომლებსაც გამოავლენს ჟიური…