თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები თბილისის მოზარდთა სახლში შეიკრიბნენ.შეხვედრაზე მოსწავლეებმა მათთვის პრიორიტეტულ თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ძალადობის პრევენცია, ქალთა უფლებების დაცვა, საინფორმაციო კამპანია არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე და სხვა.მოსწავლეებმა პროექტების დაგეგმვა-განხორციელების გზებიც განიხილეს.მსგავსი ტიპის შეხვედრები ჩატარდება რეგიონებში სასკოლო…
სიახლე
მოსწავლეების მიერ დაგეგმილი ონლაინ შეხვედრები
სოფელ როხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „სხივი“ წევრებმა დისტანციური სწავლის პერიოდში წარმატებით განახორციელეს არაერთი შემეცნებითი აქტივობა. მათ შორის იყო ონლაინ შეხვედრები და კონფერენციები. მოსწავლეები საინტერესო თემებზე სასაუბროდ საზოგადოებისთვის ცნობილ და ავტორიტეტულ პირებს იწვევდნენ და თავადვე წარმართავდნენ მოლაპარაკებებს, რაშიც პროგრამის „მომავლის…
დემოკრატიის საერთაშორისო დღე
აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ონლაინ დისკუსია გაიმართა თემაზე „საქართველოს დემოკრატიული გზა“. შეხვედრას სამოქალაქო განათლების პედაგოგი ინგა მოსიძე უძღვებოდა.შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს დემოკრატიის პრინციპებზე და ღირებულებებზე, განიხილეს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესი საქართველოში.შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა პოსტერები და ვიდეო მიმართვა მოამზადეს დემოკრატიის…
ესსეები დემოკრატიის თემაზე
მოსწავლეებმა გურიის რეგიონის პარტნიორი სკოლებიდან მოამზადეს თემატური ესსეები, სადაც გამოხატეს თავიანთი შეხედულებები დემოკრატიული გარემოს, მმართველობასა და მოქალაქეობაზე. ასევე, მოამზადეს პოსტერი მოქალაქის როლზე დემოკრატიის განვითარებაში და გაავრცელეს სოციალური მედიის მეშვეობით.
„ჩვენ ვსწავლობთ დემოკრატიას
სოფელ საირხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დემოკრატიული ღირებულებების შესახებ თანატოლების ინფორმირების მიზნით ფლაერი მოამზადეს და სოციალური მედიის მეშვეობით გაავრცელეს.მცირე გრანტის პროექტის „ჩვენ ვსწავლობთ დემოკრატიას” ფარგლებში, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი დემოკრატიის ძირითადი პრინციპების შესახებ, შემდეგ გაიმართა დისკუსია. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეო…
მოსწავლეებმა სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ადვოკატირების პროცესი აწარმოეს
ოსიაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ადვოკატირების პროცესი წამოიწყეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გააცნეს. შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო სკოლისა და სოფლის გარემოს გასაუმჯობესებლად. წარმატებული ადვოკატირების კამპანიის…
„ქალების ხმა“
„ქალების ხმა“ – ასე უწოდეს შიდა ქართლის მოსწავლეებმა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის თემაზე გამოცხადებულ კონკურსს. მანამდე კი გამოკითხვა ჩაატარეს და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით თემის წევრების დამოკიდებულება შეისწავლეს.გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით მათ შემდეგ ესეები, ნახატები, ვიდეოები და პრეზენტაციები მოამზადეს, რომლებშიც გენდერული…
სამოქალაქო განათლების კვირეული
სოფელ ტეზრის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით და სკოლის დირექციის დახმარებით სოფელში სამოქალაქო განათლების კვირეული ჩატარდა. სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა თანატოლებს ბუნების დაცვის, მოხალისეობის, ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების პრევენციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „ვფიქრობ, რომ არდადეგების პერიოდში ჩატარებულმა სამოქალაქო განათლების კვირეულმა…
მედია წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებმა პოსტერები მოამზადეს
მედია წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების შესახებ იმსჯელეს და მონაწილეებმა რეკომენდაციები მიიღეს, თუ როგორ გამოიცნონ ნამდვილი და ყალბი ამბები.ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა შემდეგ პოსტერები და პრეზენტაცია მოამზადეს მედიის საქმიანობის…
მოსწავლეებმა განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგები შეაჯამეს
სოფელ კეხიჯვრის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად ღია სივრცეში შეიკრიბნენ და განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგები შეაჯამეს; ასევე, განიხილეს გამოწვევები, რომლებსაც პროექტების განხორციელების დროს შეხვდნენ და მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. შეხვედრის ბოლოს კი მათ ერთად დაგეგმეს…