აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ონლაინ დისკუსია გაიმართა თემაზე „საქართველოს დემოკრატიული გზა“. შეხვედრას სამოქალაქო განათლების პედაგოგი ინგა მოსიძე უძღვებოდა.შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს დემოკრატიის პრინციპებზე და ღირებულებებზე, განიხილეს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის…
სიახლე
ესსეები დემოკრატიის თემაზე
მოსწავლეებმა გურიის რეგიონის პარტნიორი სკოლებიდან მოამზადეს თემატური ესსეები, სადაც გამოხატეს თავიანთი შეხედულებები დემოკრატიული გარემოს, მმართველობასა და მოქალაქეობაზე. ასევე, მოამზადეს პოსტერი მოქალაქის როლზე დემოკრატიის განვითარებაში და გაავრცელეს სოციალური მედიის მეშვეობით.
„ჩვენ ვსწავლობთ დემოკრატიას
სოფელ საირხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დემოკრატიული ღირებულებების შესახებ თანატოლების ინფორმირების მიზნით ფლაერი მოამზადეს და სოციალური მედიის მეშვეობით გაავრცელეს.მცირე გრანტის პროექტის „ჩვენ ვსწავლობთ დემოკრატიას” ფარგლებში, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი დემოკრატიის ძირითადი პრინციპების…
მოსწავლეებმა სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ადვოკატირების პროცესი აწარმოეს
ოსიაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ადვოკატირების პროცესი წამოიწყეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გააცნეს. შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ რა ღონისძიებების…
„ქალების ხმა“
„ქალების ხმა“ – ასე უწოდეს შიდა ქართლის მოსწავლეებმა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის თემაზე გამოცხადებულ კონკურსს. მანამდე კი გამოკითხვა ჩაატარეს და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით თემის წევრების დამოკიდებულება შეისწავლეს.გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით…
სამოქალაქო განათლების კვირეული
სოფელ ტეზრის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით და სკოლის დირექციის დახმარებით სოფელში სამოქალაქო განათლების კვირეული ჩატარდა. სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა თანატოლებს ბუნების დაცვის, მოხალისეობის, ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების პრევენციის შესახებ…
მედია წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებმა პოსტერები მოამზადეს
მედია წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების შესახებ იმსჯელეს და მონაწილეებმა რეკომენდაციები მიიღეს, თუ როგორ გამოიცნონ ნამდვილი და ყალბი ამბები.ტრენინგზე მიღებული…
მოსწავლეებმა განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგები შეაჯამეს
სოფელ კეხიჯვრის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად ღია სივრცეში შეიკრიბნენ და განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგები შეაჯამეს; ასევე, განიხილეს გამოწვევები, რომლებსაც პროექტების განხორციელების დროს შეხვდნენ და…
მოსწავლეებმა სპორტული ღონისძიებები მოაწყეს
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სამცხეს ჯავახეთის რეგიონის სოფელ ბენარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტული თამაშები და გასართობი ღონისძიებები მოაწყეს და თანატოლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობები გააცნეს.
მოსწავლეები ჯანსაღი კვებისა შესახებ
გურიის რეგიონის მოსწავლეებმა ჯანსაღი კვების მნიშვნელობისა და სურსათის უვნებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება გადაწყვიტეს.დეტალური ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე მათ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან მიიღეს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი შემდეგ პოსტერები…