თბილისის №87 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ნაადრევი ქორწინების საფრთხეების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად თანატოლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ასევე, მოსწავლეებმა თემის მასშტაბით ჩაატარეს გამოკითხვა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების გასარკვევად და დაარიგეს მათ საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც თავად დაამზადეს.
სიახლე
მედიაწიგნიერების კვირეული შიდა ქართლის სკოლებში
კვირეულის ფარგლებში, პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების ინიციატივით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მედიაწიგნიგნიერების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. ასევე, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ფინანსური წიგნიერების, დეზინფორმაციის და მათთვის საინტერესო სხვა თემების შესახებ.
ნია ბაციკაძე: კიბერბულინგი
საზაფხულო ონლაინსკოლის მონაწილემ, ნია ბაციკაძემ, კიბერბულინგის შესახებ კვლევა ჩაატარა:“კვლევის მიზანია, ჩემს თანატოლებში, კიბერბულინგთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესწავლა და იმის დაადგენა, თუ რამდენად ხშირად ექცევიან ისინი ვირტუალური ზეწოლის ქვეშ და ძალადობის რა ფორმებია ყველაზე გავრცელებული.” – ამბობს ნია, აკადემიკოს ილია ვეკუას…
ტრენინგი დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ეკონომიკური მდგრადობის შესახებ
ჩაქვში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაიმართა 3-დღიანი ტრენინგი დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ეკონომიკური მდგრადობის შესახებ.ტრენინგს უძღვებოდა პაატა შანშიაშვილი, აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელი, რომელმაც განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მდგრადი განვითარებასაერთაშორისო და ეროვნული სამართალიკანონაღსრულება და უსაფრთხოებასივრცული ორგანიზაცია და…
შეხვედრა კერძო სექტორთან ამბროლაურში!
8 სექტემბერს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის შესახებ და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, რათა მხარი დაუჭირონ რეგიონის სკოლების განვითარებას. შეგახსენებთ, რომ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი…
გაიცანით ჩვენი პარტნიორი – ჯეოლაბი
ჯეოლაბი არის მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია, რომელსაც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. სწორედ ჯეოლაბის დახმარებით გახდება შესაძლებელი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში. ჯეოლაბის დირექტორი, ლანა ლაბაძე მიიჩნევს, რომ მოსწავლეებმა სასკოლო ასაკიდანვე უნდა შეისწავლონ ახალი…
ქუთაისში კერძო სექტორთან შეხვედრა გაიმართა!
7 სექტემბერს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, კერძო სექტორისთვის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა. შეხვედრაზე განიხილეს სკოლებისა და ბიზნესსექტორის პარტნიორობის წარმატებული მაგალითები, შემდეგ კი იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.შეგახსენებთ, რომ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სკოლებისა და კერძო სექტორის…
გაიცანით ჩვენი პარტნიორი – სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი
ფორუმი არაოფიციალურად 2011 წელს, USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, 2013 წელს კი ოფიციალურად დარეგისტრირდა და გახდა PH International-ის აქტიური პარტნიორი. როგორც მისი დირექტორი, მაკა ბიბილეიშვილი გვიყვება, ფორუმის შესაძლებლობების ზრდასა და სერვისების განვითარებაში უდიდესი წვლილი…
სასკოლო სამოქალაქო კლუბის ინიციატივით 18 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ინტერნეტი ექნება!
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა 2020 წელს დაიწყეს პროექტი „სიკეთე სიკეთისთვის“, რომელიც დღესაც გრძელდება. სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ადმინისტრაციისა და მშობლების დახმარებით, მოსწავლეებმა რამდენჯერმე მოაწყვეს ხელნაკეთი ნივთებისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა. შეგროვილი თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინტერნეტის შეყვანას მოხმარდება.…