გარდაბნის №1 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები, პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კოლეჯ „მოდუსს“ ეწვივნენ. მოსწავლეებს კოლეჯის კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა უმასპინძლა და დაათვალიერებინა თაბაშირ-მუყაოს მონტაჟის, ელექტროობის, შედუღების, სანტექნიკის სისტემის ექსპლუატაციის, მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების, კულინარიის, სამკერვალო წარმოების, დეკორატიული მცენარეების…
სიახლე
სკოლა-ბიზნესის ფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთში!
ფორუმზე ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეების მიერ შექმნილ 17 პროექტს სხვადასხვა სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე. მოსწავლეებმა საკუთარი ხედვა გაუზიარეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რათა მოიძიონ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან მათი იდეების განხორციელებაში.ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე მოსწავლეებს სტაჟირების შესაძლებლობები შესთავაზეს კომპანიებმა:…
ბათუმის №25 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ქალაქის სანაპირო დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციის მიზანი იყო შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემებისა და ზღვის ეკოსისტემის დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეების ინიციტავას მხარი დაუჭირა შეზღუდული პასუხისმგებლობის სააგენტომ „სანდასუფთავება“ და მათ დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი გადასცა. სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა…
ინფორმაციის თავისუფლების კვირეული ბათუმის №16 საჯარო სკოლაში
ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის ფარგლებში, ბათუმის №16 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და თვითმმართველობის წევრების ინიციატივით, მოსწავლეები:ეწვივნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, გაეცნენ ჟურნალისტების სამუშაო პროცესს და შეიტყვეს ინფორმაციის მიღების, დამუშვებისა და გავრცელების მეთოდების შესახებ;ჩაერთნენ ონლაინკონკურსში და გამოავლინეს „წლის დეზინფორმაციასთან მებრძოლი“, რომელმაც საუკეთესოდ გაართვა…
ევროინტეგრაციის დადებითი მხარეები და საქართველოს ვალდებულება
„ევროინტეგრაციის დადებითი მხარეები და საქართველოს ვალდებულება” – ამ თემაზე სამეგრელოში სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი არჩილ თოდუა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი დავით ლოგუა. უახლოეს მომავალში იგეგმება მსგავსი შეხვედრის ჩატარება მოსწავლეებისთვისაც.
ზეინაბ კაკალაშვილი – „იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული“
ზეინაბ კაკალაშვილი თელავის №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის საუკეთესო ათეულის წევრია. სამოქალაქო განათლების პედაგოგთათვის გამართული ტექნოლოგიური ტრენინგის ფარგლებში მან მოამზადა პროექტი „იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული“. პროექტის მიზანია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება…
„ევროპული ენების დღეები“ ხაშურის №3 საჯარო სკოლაში
ევროპული ენების გაცნობის და ევროპული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში გაიმართა თემატური ვიქტორინა და მომზადდა კედლის გაზეთი. ასევე, ჩატარდა ენის გასატეხების, ესეების, ფოტოებისა და ციფრული ნამუშევრების კონკურსები. „ევროპული ენების დღეების“ ფარგლებში, მოსწავლეები ასევე ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, დაესწრნენ ფილმ…
საბა კილაძე – ყალბი ახალი ამბები
საბა კილაძე კორბოულის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელმაც, საზაფხულო ონლაინსკოლის ფარგლებში, მოამზადა პროექტი ყალბი ახალი ამბების შესახებ.პროექტში საბამ განიხილა ყალბი ინფორმაციის 4 სხვადასხვა სახეობა და მაგალითად მოიყვანა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცლებული ვიდეო, რომლითაც ერთ-ერთი ქართველი ფეისბუქმომხმარებელი ამტკიცებდა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა…
ჩაქვში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაიმართა 3-დღიანი ტრენინგი დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ეკონომიკური მდგრადობის შესახებ
ჩაქვში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაიმართა 3-დღიანი ტრენინგი დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ეკონომიკური მდგრადობის შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა პაატა შანშიაშვილი, აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელი, რომელმაც განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მდგრადი განვითარებასაერთაშორისო და ეროვნული სამართალიკანონაღსრულება და უსაფრთხოებასივრცული ორგანიზაცია…
მორის დანდურიშვილი: ციფრული მოქალაქეობა
მორის დანდურიშვილი ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარებული ტექნოლოგიური ტრენინგის ფარგლებში მორისმა მოამზადა პროექტი ციფრული მოქალაქეობის შესახებ. პროექტის საბოლოო მიზანია ჩეთბოტის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება ციფრული მოქალაქეობის შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად.