პროგრამის ფარგლებში აკადემია სამი მიმართულებით მუშაობს: ამზადებს ონლაინ კურსებს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, ქმნის მოსწავლეთა თვითმმართველობების ქსელს სკოლებს შორის და უზიარებს სკოლებს გამოცდილებას დემოკრატიული მართვისა და სწავლების შესახებ.„სკოლა დემოკრატიულია მაშინ, თუ მის მართვაში ჩართულები არიან სასკოლო საზოგადოების წევრები, მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები…
სიახლე
“ფრთხილად, პიროტენიკა არ არის სათამაშო!”
ბათუმის №16 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ. კლუბმა პეტიციით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. პეტიცია პიროტექნიკაზე თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესებას გულისხმობს. პეტიცია ატვირთულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.…
სკოლა-ბიზნესის ფორუმი თბილისში!
თბილისის მასშტაბით გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმს კერძო სექტორის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ისინი გაეცნენ მოსწავლეების მიერ შექმნილ 16 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას. მოზარდებმა საკუთარი ხედვა გაუზიარეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რათა ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან…
მოხალისეობის ფორუმი აჭარაში
ბათუმში გამართულ მოხალისეობის ფორუმზე მოსწავლეებმა კამპანიის „გახდი ჩემი მოხალისე“ ფარგლებში განხორციელბული წარმატებული ინიციტივები წარმოადგინეს. ფორუმზე ინიციტივები შეაფასა და მოხალისეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა რეგიონის განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიზა სოფრომაძემ. საუკეთესო მოხალისეობრივი ინიციტივების ავტორები და მოსწავლეთა ინიციტივებში ჩართული მოქალქეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
„აჭარისწყალი ჯორჯიამ“ სოფელ ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტი დააფინანსა
ხულოში, მაღალმთიან ვერნებში, მოსწავლეებს ჩანაფიქრი აუხდათ. მათი პროექტი „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დააფინანსა. სკოლას კომპანიისგან საჩუქრად 3,000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი გადაეცა. ინვენტარი მოიცავს მკლავჭიდის მაგიდას, ველოტრენაჟორს, ჰანტელებს, კრივის ტომარას და სხვა ნივთებს. ხულოში მკლავჭიდი პოპულარული სპორტია, თუმცა, ხანგრძლივი და მკაცრი ზამთრის…
სკოლა – ბიზნესის ფორუმი გურიაში
სკოლა – ბიზნესის ფორუმი ამჯერად გურიაში გაიმართა. ადგილობრივ კერძო სექტორს მოსწავლეებმა 20 პროექტი წარუდგინეს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას. ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ ბიზნესების წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების…
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ თელავის ტექნოპარკში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გამართა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ თელავის ტექნოპარკში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის დირექტორმა ეკა გიგაურმა, პროდიუსერმა გიორგი საღინაძემ და მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს: როგორ ვებრძოლოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ პროპაგანდას? რომელი 12 ნაბიჯია გადასადგმელი…
მოსწავლეთა ვიზიტი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალციხის რაიონულ სასამართლოში
საკრებულოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს სკოლაში ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიების სათანადოდ აღჭურვაზე, სკოლის ეზოს კეთილმოწყობასა და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის საჭიროებაზე. ასევე, შედგა შეთანხმება, რომ მოხდება ახალციხის №1 საჯარო სკოლის ეზოში სკამების დამატების, ხოლო დ.გურამიშვილის ქუჩაზე ტრენაჟორების დადგმის საკითხების განხილვა.…
MBC-ს ტრენინგი მოსწავლეებისთვის
მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისიმ მოსწავლებისთვის ტრენინგები ჩაატარა.ტრენინგები მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ფინანსური ცნობიერების ამაღლებას და დაზოგვის წახალისებას. მოსწავლეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა პირადი ბიუჯეტის მართვა, ფულის გონივრულად ხარჯვა, სესხის აღების პროცედურა და სხვა.ტრენინგებს დაესწრო პროგრამის პარტნიორი სკოლების…