მოსწავლეები ბიბლიოთეკას დაეხმარნენ დიდი ხნის წინ გატანილი წიგნების დაბრუნებაში, მათ აღწერაში და თაროებზე განაწილებაში. გაწეული დახმარებისთვის ბიბლიოთეკამ მათ მადლობის სიგელი გადასცა.
სიახლე
რადიოს მსოფლიო დღის აღსანიშნავად, აჭარის სკოლების მოსწავლეები აჭარის რადიოსა და ტელევიზიას ესტუმრნენ.
ვიზიტისას მოზარდებმა დაათვალიერეს სტუდიები, გაეცნენ ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს და დაესწრნენ გადაცემების ჩაწერას. მოსწავლეები ასევე გაესაუბრნენ ჟურნალისტ ირმა ჩხაიძეს, რომელიც საავტორი გადაცემაში “ერთად ვიმსჯელოთ და ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე“ ხშირად აშუქებს მათ აქტივობებს. წამყვანმა მოსწავლეებს დაუსვა კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და მოზარდებს…
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებისა და სკოლადამთავრებული ახალგაზრდების ერთობლივ სამოქალაქო აქტივობებს მათი სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. კონკურსის მეშვეობით ხელი შეეწყობა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებას, ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე მათ სამოქალაქო ჩართულობას და აქტიური ახალგაზრდების ქსელის ფორმირებას.დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ…
სემესტრის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა აჭარაში
აჭარის მასშტაბით სემესტრის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტნიორი სკოლების 160 წარმომადგენელი: მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ.შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეებმა მოწვეული ექსპერტისგან მიიღეს ინფორმაცია სათემო ჩართულობის და ადვოკატირების შესახებ. ასევე, ჯგუფურად იმსჯელეს სკოლაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების გზებზე…
თურქეთში მიწისძვრებით დაზარალებულთა დასახმარებლად, ქვემო ქართლის სკოლებმა საქველმოქმედო კამპანიები დაიწყეს.
მოსწავლეები თემის მასშტაბით აგროვებენ საჭირო ნივთებს და აწვდიან თურქეთის საელჩოს საქართველოში.მარნეულის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ჩვენი მომავლისთვის“ ინიციატივით, თურქეთის საელჩოსკენ უკვე გაემართა თბილი ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტით დატვირთული სამი მიკროავტობუსი. რუსთავის #16 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ეუნოიას“, მოსწავლეთა თვითმმართველობისა…
კომპანია “ვივა დეველოპმენტმა” მოსწავლეთა 2 პროექტი დააფინანსა!
“ბუბუს თამაშები” აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის პროექტია. იგი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სამაგიდო თამაშის შექმნას, რომელიც შედგება ბარათებისგან და მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა საგნის სწავლებისას. მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს მზადება პროექტის განსახორციელებლად. “ვაჩუქოთ მეორე სიცოცხლე” წალენჯიხის #5…
საზაფხულლო ონლაინსკოლის კურსდამთავრებულები თანატოლებს ცოდნას უზიარებენ
ლიკა ჩილაშვილი და მარი ხინგავა საზაფხულო ონლაინსკოლის კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც შეისწავლეს ვებდიზაინის შექმნა Figma-ში. მიღებულ ცოდნას ახლა თანატოლებს უზიარებენ და მათთვის ვებდიზაინის ლექციებს ატარებენ. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ საზაფხულო ონლაინსკოლა GeoLab-თან ერთად განახორციელა.
7-მა მოსწავლემა საია-ში სტაჟირება გაიარა
,უდიდესი სიამოვნება იყო, ვყოფილიყავი საია-ს სტაჟიორი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ პროცესისგან. შევიძინე ახალი მეგობრები, გავიცანი უმაგრესი ორგანიზაცია და ადვოკატები, დავამყარე მათთან ურთიერთობა და გავხდი უფრო მეტად თავდაჯერებული. გავიგე, როგორი კონსულტაციების ჩატარება შეუძლიათ მათ და რა გავლენას ახდენენ. ყველაზე მეტად…
ლიბერთი მოსწავლეთა 2 პროექტს დააფინანსებს!
შიდა ქართლში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმს ესწრებოდა „ლიბერთის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ზაქარიაძე, რომელიც მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ პროექტებს გაეცნო. ,,თითოეულ პროექტს ჰქონდა მაღალი სოციალური ღირებულება. ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება. ვინაიდან ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა, ამიტომ არჩევანი ორ…
გურიელი ოზურგეთის №4 საჯარო სკოლის პროექტს დააფინანსებს!
ჩაის ქართული ბრენდის მხარდაჭერით, მოსწავლეები სასკოლო ოლიმპიადას ჩაატარებენ და დააწესებენ პრიზებს გამარჯვებულთათვის. მოსწავლეებმა და “გურიელის” წარმომადგენლებმა უკვე გამართეს სამუშაო შეხვედრა, სადაც ისაუბრეს ოლიმპიადის ჩატარების ფორმატზე, შინაარსსა და განხორციელების ვადებზე.