Category

სიახლე

სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის ორგაბნიზებით, სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი – გიორგი კეკელიძე ეწვია.

ვიზიტი დაიგეგმა მოსწავლეთა პროექტის ფარგლებში, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკის გაანახლებას გულისხმობს. ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა სკოლას 75 ახალი წიგნი გადასცა. ასევე, დაიგეგმა მოსწავლეების ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

თბილისის №159 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით დღეს მარათონი გაიმართა, რომელიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

მოსწავლეთა ინიციატივას შეუერთდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის მასშტაბით პროგრამაში ჩართული 23 საჯარო სკოლა, მარათონში კი 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მარათონი დაიგეგმა და განხორციელდა ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და “ჯინო ფერედაისის” მხარდაჭერით. გამგეობამ…

სკოლა – ბიზნესის ფორუმი ამჯერად რაჭაში, ამბროლაურში გაიმართა.

ადგილობრივ კერძო სექტორს მოსწავლეებმა 11 პროექტი წარუდგინეს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას. მათგან 7 პროექტს ადგილზე დაპირდა მხარდაჭერას ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენელი, ხოლო მოლაპარაკებები გრძელდება დანარჩენებთან. სკოლა-ბიზნესის…

“უფროსი მეგობრის კლუბი” რუსთავის №24 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტია, რომელმაც, მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებასთან ერთად, ორი კერძო კომპანიის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა.

სამშენებლო კომპანია In Town და “ბიზნესის მომსახურების ცენტრი” მოსწავლეებს დაეხმარებიან პროექტის ფარგლებში, დაწყებითი კლასელებისთვის დაგეგმილი მიკრო იდეების კონკურსს განხორციელებაში, თემაზე – “როგორ გავალამაზო/გავაუმჯობესო ჩემი კლასი/სკოლა”.მოსწავლეებმა ასევე გადაწყვიტეს, რომ სასკოლო საზოგადოებაში…

სურამის №3 საჯარო სკოლა ახორციელებს პროექტს „პირველი კანონმდებელი ქალები საქართველოში“, რომლის მიზანია პირველ პარლამენტარ ქალთა როლის შესწავლა ქვეყნის კანონმდებლობის განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს პირველირესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატ ქალებზე და მოამზადეს საინფორმაციო მასალები სკოლაში გამოსაფენად. ასევე, მოსწავლეების ორგანიზებით, სკოლას ეწვივნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ქალები: ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი,…

ბოლო 2 თვის განმავლობაში, 100-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა ონლაინკურსები თამაშების, ვების და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის მიმართულებით.

ონლაინკურსები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორის – ჯეოლაბის ორგანიზებით განხორციელდა. მოსწავლეებმა უკვე წარმოადგინეს ფინალური პროექტები, რომლებიც მოიცავს მათ მიერ შექმნილ კომპიუტერულ თამაშებს, ვებსაიტებს და მობილურ აპლიკაციებს.

სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები აგრძელებენ ადგილობრივ თვითმმრთველობასთან წარმატებულ თანამშრომლობას.

ამჯერად ადგილობრივმა თვითმმართველობამ მხარი დაუჭირა მოსწავლეების ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებდა სოფელში არსებული სკვერის დასუფთავებას და სანაგვე ურნების განთავსებას. ასევე, საკრებულოს დეპუტატთან ერთად, მოსწავლეებმა მოაწყვეს გამწვანების აქცია.

კომპანია “ჰაიდელბერგცემენტის” ფინანსური მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში.

1 12 13 14 15 16 92
Close