Category

სიახლე

იმერეთში 2022-23 აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში შეკრებილ 300-მდე ადამიანს შორის იყვნენ პედაგოგები, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლამ. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინების საშუალებით წარმოადგინეს ფორუმ-თეატრი თემაზე…

განვლილი აკადემიური წელი შევაჯამეთ გურიაშიც

რეგიონის მასშტაბით ჩვენს პროგრამაში 36 სკოლაა ჩართული, 2022-23 სასწავლო წლის შედეგი კი ასეთია:60 მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულო პროექტი80 სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული პროექტი15 თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებასთან14 სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებული8 კამპანია/აქცია…

ახალციხის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით, მუნციპალიტეტის მასშტაბით ფრენბურთის ტურნირი გაიმართა.

ტურნირში პროგრამაში ჩართული 8 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, გამარჯვებული კი სოფელ ანის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მეორე საპრიზო ადგილი სოფელ ურაველის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა “საუკეთესო გულშემატკივართა გუნდის” ნომინაციაში კი…

განვლილი აკადემიური წელი ამჯერად აჭარის რეგიონში შევაჯამეთ

აჭარის მასშტაბით ჩვენს პროგრამაში 72 სკოლაა ჩართული. 2022-2023 აკადემიურ წელს ამ სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებმა 96 პროექტი განახორციელეს და 18-ჯერ ითანამშრომლეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ამავდროულად, 140 პროექტი განახორციელეს სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა.…

ახალციხეში კონკურსის ,,ბავშვთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმები და პრევენციის გზები“ შედეგების შეჯამება და დაჯილდოება გაიმართა.

ნახატების ნომინაციაში გამარჯვებულები არიან: I ადგილი – მაია ლომიძე, წაღვერის საჯარო სკოლა. II ადგილი – მარიამ ჭელიძე, ახალციხის №5 საჯარო სკოლა. III ადგილი – ნინო კაპანაძე, ანის საჯარო სკოლა.ვიდეორგოლების ნომინაციაში…

ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა Hilton Batumი-ს მხარდაჭერით განახორციელეს პროექტი “მეტი ევროკავშირი სკოლებში”.

დასკვნით შეხვედრაზე მოსწავლეებმა პედაგოგთან, ანა ანუშიძესთან ერთად, დონორ ორგანიზაციას მიღწეული შედეგები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს საქართველოს ურთიერთობებზე ნატოსა და ევროკავშირთან.

თიბისი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან თანამშრომლობით, იწყებს ტექნოლოგიური განათლების პროგრამას. თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ უფასო კურსებზე 1 000-ზე მეტმა უფროსკლასელმა გაიარა რეგისტრაცია.

პირველ ეტაპზე, 500 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც 24 მაისიდან ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას შეისწავლიან. პროგრამა ასევე მოიცავს ონლაინ კურსებს, ვორქშოფებს, კონკურსებს, ჰაკათონებს და სხვა წამახალისებელ-შემოქმედებით მიმართულებებს. კურსების…

“ჩვენ ერთად ვივლით და ბოლოს ერთად გავშლით ევროპულ დროშას!” – ამ სლოგანით ქობულეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის ბულვარში ველო-გარბენი გამართეს.

ამავდროულად, სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა ევროპული სივრცე, რომელიც სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით მოეწყო. მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირეს და შეუერთდნენ:ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონალური…

1 11 12 13 14 15 92
Close