ოლიმპიადა გაიმართება USAID-ის სამოქალაქო გაანთლების პროგრამის ფარგლებში, ახალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში.
სიახლე
პროფესიული ორიენტაციის განვითარების მიზნით, კახეთში 21-მა მოსწავლემ სტაჟირება გაიარა.
მოსწავლეებს უმასპინძლეს ორგანიზაციებმა: კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი, კახეთის ხმა, მედია ცენტრი კახეთი და კომუნალური ბარი თავსატეხი. მოზარდებს საშუალება ჰქონდათ, რომ საკუთარი თვალით ენახათ ამ ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკა, რაც დაეხმარება მათ სამომავლო პროფესიის არჩევაში.
ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი “დემოკრატიული სკოლა” გრძელდება!
ფორუმის მეორე დღეს, საქართველოს მასშტაბით კიდევ 11-მა სხვადასხვა სკოლამ წარმოადგინა პრეზენტაციები. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და დირექტორებმა დამსწრეებს გაუზიარეს სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ინიციატივები. ფორუმი გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. ასევე, ფორუმზე დამსწრეებს სიტყვით…
ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი “დემოკრატიული სკოლა” დაიწყო!
ფორუმში, საქართველოს მასშტაბით, 11 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ დამსწრეებს გაუზიარეს სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ინიციატივები. ღონისძიებას ონლაინ დაესწრო 800-ზე მეტი ადამიანი. ფორუმი გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ.…
მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში “დღის სკოლა” მიმდინარეობს.
“დღის სკოლის” ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრა განათლების ექსპერტ კახა ფარცვანაისთან, მოსწავლეთა თვითმმართველობის ქსელის საბჭოს წარმომამდგენელთან და აქტიური თვითმმართველობების თავმჯდომარეებთან. “დღის სკოლა” 4 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში 25 მოსწავლე მონაწილეობს. პროექტი ასევე მოიცავს სასწავლო ვიზიტებს ეთნო სოფელში “სისატურა” და საწარმო…
კომპანია “კულას” მხარდაჭერით, სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლას სასმელი და სარწყავი წყალი ექნება.
სკოლისა და კომპანიის თანამშრომლობა შიდა ქართლის მასშტაბით გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე დაიწყო. მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი “ცისკარა”, რომელიც სკოლის სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას ისახავდა მიზნად. იმ დრომდე, სკოლა მარაგდებოდა კუსტარულად დამონტაჟებული ჭაბურღილიდან მომდინარე წყლით, რომელიც სასმელად უვარგისი იყო. გარდა ამისა,…
ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, სურამის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტურისტული გზამკვლევის შექმნა გადაწყვიტეს.
მოსწავლეებმა გამართეს საკონსულტაციო შეხვედრა გიდების ასოციაციიის წევრებთან და ტუსიტული კომპანია ,,JUDI TREVEL”-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი იყო საფეხმავლო ტურების დაგეგმვა სურამის მასშტაბით. მოსწავლეებმა ასევე შექმნეს ბლოგი და გადაიღეს ვიდეორგოლი სურამის ტურისტული პოტენციალის შესახებ. პროექტი განხორციელდა ჩვენი პროგრამის მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
დღეს კერძო სექტორის მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.
საბჭოს წევრებს პროგრამის დირექტორმა – მარინა უშვერიძემ წარუდგინა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა და კერძო სექტორის ჩართულობით მიღწეული შედეგები. ასევე, ჩვენი პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა – ელენე ჩხეიძემ მიმოიხილა პარტნიორობის შესაძლებლობების შეფასება (Rapid Partnership Appraisal).საბჭოს წევრები გაეცნენ განვლილი აკადემიური წლის…