ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ სასკოლო სამოქალაქო კლუბ “დემოსის” წევრები – საბა ბერიძე და საბა მოისწრაფიშვილი. მოსწავლეების ინიციატივას მხარი დაუჭირა ადგილობრივმა თვითმმართველობამაც, რის საფუძველზეც მოხდა სტადიონის მოწესრიგება, ხოლო USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დაფინანსებით, მოსწავლეებმა შეიძინეს ბადეები საფეხბურთო კარებისთვის. “ჯამში საფეხბურთო ტურნირში 50-მდე…
სიახლე
სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტი სამმა სხვადასხვა კომპანიამ დააფინანსა!
“ჯანმრთელობის სახლის”, ატრაქციონების პარკ “ციცინათელასა” და ,,გრინვეის” მხარდაჭერით, მოსწავლეებმა უკვე მოაწყვეს სპორტული სივრცე და ჩაატარეს პირველი ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში. სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლას ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება, სასწავლო პროცესი კი ალტერნატიულ გარემოში ტარდება, სადაც არ არის სპორტული დარბაზი ან გარე…
“კულას” და “ჩინარის” მხარდაჭერით, სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლის ეზოში სკვერი მოეწყობა.
„კულას” დაფინანსებით, სკოლის ეზოში გაკეთდა სცენა, გაშენდა ვარდების ხეივანი და მოეწყო ბილიკები. ხელოსნებთან ერთად, სამუშაო პროცესში აქტიურად იყო ჩართული სასკოლო საზოგადოება. ამავდროულად, დამზადდა ბანერი დამფინანსებელი კომპანიების შესახებ, რომელიც სკევრში განთავსდება. დარჩენილია განათების დამონტაჟება და სცენის მოპირკეთება. სკვერისთვის საჭირო სკამებს მოსწავლეებს…
ზაფხულის არდადეგების პროდუქტიულად გატარების მიზნით, კარალეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა “საზაფხულო სკოლა” შექმნეს.
მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭრით, მოზარდებმა სკოლის ეზოში მოაწყვეს სივრცე არაფორმალური განათლებისთვის. ასევე, შექმნეს აქტივობების კალენდარი, რომელიც მოიცავს ფილმების ჩვენებებს, დისკუსიებს, თემატურ შეხვედრებს, სასწავლო ვიზიტებს და სხვა აქტივობებს. “საზაფხულო სკოლის” ფარგლებში, მოსწავლეებმა ერთი დღე დაუთმეს გარემოსდაცვით აქტივობებს: მოამზადეს პრეზენტაციები დაბინძურებით…
“ბიბლუსმა” მოსწავლეთა 3 პროექტი დააფინანსა!
კომპანიის მხარდაჭერით:თბილისის #133 საჯარო სკოლის მოსწავლეება შექმნეს სკოლის გაზეთი. #177 სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი Laterna Magika, რომელიც გულისხმობდა სკოლის ეზოში მულტიფუნქციური სივრცის შექმნას. ამჟამად მიმდინარეობს თბილისის #42 საჯარო სკოლის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები მოაწყობენ “დემოკრატიული სივრცეს” სკოლაში.
სატუმრო “მანინო უწერა”-მ სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის პროექტი “წიგნი – ცოდნის წყარო” დააფინანსა.
სკოლას უკვე ეწვია სასტუმროს წარმომადგენელი შოთა საგანელიძე, რომელმაც მოსწავლეებს წიგნები გადასცა. სკოლასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა ჩვენი პროგრამის ფარგლებში, რაჭაში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე დაიწყო. მათი მიზანი იყო სკოლის ბიბლიოთეკისთვის ახალი წიგნები შემატება და “მკითხველთა კლუბის” ჩამოყალიბება. ასევე, გეგმავენ ძველი წიგნების…