Category

სიახლე

საგრანტო კონკურსის მიზანია მომავალი მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების მხარდაჭერა და გაძლიერება და საგანმანათლებლო პროგრამებში სამოქალაქო განათლების პრინციპების ინტეგრირება. წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15, 000 აშშ დოლარს. განმცხადებლებს საშუალება…

რაჭაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები ღვინის საწარმო ალვაზს ესტუმრნენ.

საწარმოს დირექტორმა – სულხან გონაძემ მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის მუშაობისა და რეგიონში მეღვინეობის განვითარების მნიშვნელობის შესახებ.

სოფელ საჭამიასერში, მოსწავლეების ინიციატივით, მინი სტადიონი მოეწყო

ქვემოხეთი სოფელ საჭამიასერის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანია, სადაც ბევრი ბავშვი ცხოვრებს და მათი რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება ზაფხულობით. თუმცა, მათ ამ დრომდე არ ჰქონდათ სპორტული მოედანი, სადაც ერთად ითამაშებდნენ.…

ახალქალაქის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ჩიფსის – FRIXX-ის საწარმოს ესტუმრნენ

ვიზიტის მიზანი იყო პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და სკოლების კერძო სექტორთან დაახლოება. საწარმოს ხელმძღვანელი – თამაზ ქურდაძე მოსწავლეებს ესაუბრა ჩიფსის წარმოების და საწარმოს სტანდარტების შესახებ.

ხულოში, მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

ტრენინგი მოიცავდა ჯანსაღი საკვების, ფიზიკური აქტივობისა და თამბაქოს მავნებლობის მიმოხილვას. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად და შეიმუშვეს პროექტები, რომლებსაც გაანხპრციელებენ საკუთარ თემში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით.

გასულ კვირას, მოსწავლეები კოლხეთის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

სასაწავლო ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა დაათვალიერეს პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. ასევე, ესტუმრნენ მუზეუმს და დაესწრნენ პრეზენტაციას პარკის შესახებ.

მოხალისეობის პოპულარიზაციის მიზნით, ბათუმში მოსწავლეებისთვის შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა განიხილეს როგორც ახალგაზრდების, ასევე მშობლების ჩართულობის მნიშვნელობა მოხალისეობრივ საქმიანობაში. ასევე, საფუძველი ჩაეყარა მოხალისეთა კლუბის შექმნას, რომელიც თემის პრობლემების ერთობლივად გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სკოლადამთავრებული ახალგაზრდების (29 წლის ჩათვლით) ერთობლივ სამოქალაქო აქტივობებს ახალგაზრდობისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა…

1 2 3 92
Close