USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა ტრენინგი „აქტიური მოქალაქე“, რომელშიც ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორიები იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებმაც საკუთარი აქტიურობით საზოგადოებაში ცვლილებები შეიტანეს. ტრენინგის ფარგლებში გამართული ფილმის ჩვენებამ კი კიდევ უფრო…
სიახლე
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეწარმე სოფიო ნათენაძეს შეხვდნენ.
შეხვედრა გაიმართა ახლადგახსნილ კულინარიულ ობიექტში „პაბ 1830.“ სოფიომ მოსწავლეებს უამბო გასტროტურიზმის სფეროში თავის საქმიანობაზე , გააცნო მესხური ღვინისა და კერძების უნიკალურობა და ისაუბრა რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და არსებული შესაძლებლობების შესახებ. ასევე, აღნიშნა „პაბ 1830“-ში ახალგაზრდების გადამზადების შესაძლებლობა ბარმენისა და…
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს!
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მოსწავლეების ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ მონაწილეობას საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც მოიაზრება ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის სასიკეთო ინიციატივებში მათი მონაწილეობა. მზად ხარ შენი იდეა განახორციელო და სხვების კეთილდღეობისთვის იზრუნო?…
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებს, ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „პროექტის წერა – ფონდების მოძიება“
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად სამოქალაქო ინიციატივებზე და მიიღეს ინფორმაცია მცირე საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში გამოიყენონ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა. პროგრამას ახორციელებს PH International – საქართველო, USAID-ის მხარდაჭერით, ხოლო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მისი პარტნიორია ფონდი „აფხაზინტერკონტი.“
საგრანტო კონკურსი კერძო სექტორისთვის
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს კერძო სექტორისთვის. საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს კერძო სექტორის მიერ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების გაუმჯობესებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადადით შემდეგ ბმულზე : https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=594874
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში კონკურსის “უცნობი სამცხე-ჯავახეთი” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ!
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ახალგაზრდებმა. ინიციატივა მოიცავდა კვლევას, კულტურულ ვიზიტებს და უძველესი მესხური კერძების მასტერკლასებს, რამაც ახალგაზრდებს უნიკალური გამოცდილება მისცა. კონკურსის გამარჯვებულები არიან: ესეები: I ადგილი – მარიამ აღოშაშვილი, II – გიორგი ველიჯანაშვილი,…
პროგრამაში ჩართული მოზარდების ვიზიტი ნატოს სამეკავშირეო ოფისში
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროგრამაში ჩართული მოზარდები ნატოს სამეკავშირეო ოფისს ეწვივნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ უფრო ახლოს გაცნობოდნენ ნატოსა და საქართველოს პარტნიორობის რეალურ შესაძლებლობებს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც ისაუბრეს ნატოს რეფორმების, ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ნატოს…
ახალგაზრდების საგანმანათლებლო პროექტი კალინინოს სკოლაში
თბილისი ჰილს გოლფის მხარდაჭერით, კალინინოს საჯარო სკოლამ პროექტორი და დაფა შეიძინა, რაც უკვე გამოიყენება საინტერესო და აქტუალურ თემებზე სასწავლო პრეზენტაციებისთვის. მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით გაასუფთავეს და გაალამაზეს ქართული ენის კაბინეტი, სადაც პირველივე თემად მოამზადეს პრეზენტაცია „ბავშვები ქუჩაში“. მათ იმსჯელეს იმის შესახებ,…
საგრანტო კონკურსის მიზანია მომავალი მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების მხარდაჭერა და გაძლიერება და საგანმანათლებლო პროგრამებში სამოქალაქო განათლების პრინციპების ინტეგრირება. წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15, 000 აშშ დოლარს. განმცხადებლებს საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია…