ტურნირში პროგრამაში ჩართული 8 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, გამარჯვებული კი სოფელ ანის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მეორე საპრიზო ადგილი სოფელ ურაველის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა “საუკეთესო გულშემატკივართა გუნდის” ნომინაციაში კი სოფელ კლდის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.
CIVICS GE
Latest posts - Page 9
განვლილი აკადემიური წელი ამჯერად აჭარის რეგიონში შევაჯამეთ
აჭარის მასშტაბით ჩვენს პროგრამაში 72 სკოლაა ჩართული. 2022-2023 აკადემიურ წელს ამ სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებმა 96 პროექტი განახორციელეს და 18-ჯერ ითანამშრომლეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ამავდროულად, 140 პროექტი განახორციელეს სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიაში სტაჟირება გაიარა 33-მა მოსწავლემ. დღეს…
რუსთავში აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ქვემო ქართლის მასშტაბით ჩვენი პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში შეიკრიბნენ. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა განვლილი წელი შეაჯამეს და დამსწრეებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტები წარუდგინეს. ასევე, წარმოადგინეს ფორუმ-თეატრი ოჯახში ძალადობის თემაზე. გამორჩეული მოსწავლეები და პედაგოგები…
ახალციხეში კონკურსის ,,ბავშვთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმები და პრევენციის გზები“ შედეგების შეჯამება და დაჯილდოება გაიმართა.
ნახატების ნომინაციაში გამარჯვებულები არიან: I ადგილი – მაია ლომიძე, წაღვერის საჯარო სკოლა. II ადგილი – მარიამ ჭელიძე, ახალციხის №5 საჯარო სკოლა. III ადგილი – ნინო კაპანაძე, ანის საჯარო სკოლა.ვიდეორგოლების ნომინაციაში გამარჯვებულები არიან: I ადგილი – მარიამ ტაბატაძე, ახალციხის №1 საჯარო…
თიბისი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან თანამშრომლობით, იწყებს ტექნოლოგიური განათლების პროგრამას. თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ უფასო კურსებზე 1 000-ზე მეტმა უფროსკლასელმა გაიარა რეგისტრაცია.
პირველ ეტაპზე, 500 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც 24 მაისიდან ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას შეისწავლიან. პროგრამა ასევე მოიცავს ონლაინ კურსებს, ვორქშოფებს, კონკურსებს, ჰაკათონებს და სხვა წამახალისებელ-შემოქმედებით მიმართულებებს. კურსების რაოდენობა, მათი შინაარსის მრავალფეროვნება და ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
“ჩვენ ერთად ვივლით და ბოლოს ერთად გავშლით ევროპულ დროშას!” – ამ სლოგანით ქობულეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის ბულვარში ველო-გარბენი გამართეს.
ამავდროულად, სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა ევროპული სივრცე, რომელიც სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით მოეწყო. მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირეს და შეუერთდნენ:ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილიქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული…
თბილისის №159 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით დღეს მარათონი გაიმართა, რომელიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
მოსწავლეთა ინიციატივას შეუერთდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის მასშტაბით პროგრამაში ჩართული 23 საჯარო სკოლა, მარათონში კი 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მარათონი დაიგეგმა და განხორციელდა ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და “ჯინო ფერედაისის” მხარდაჭერით. გამგეობამ უზრუნველყო ყველა საჭირო ღონისძიების გატარება მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის, “ჯინო ფერედაისმა” კი…