2015 წლის 30 იანვარს, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში, გაიმართა სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრთა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლის (გურიანთა, სოფ. ოზურგეთი, მაკვანეთი, ქვ. ბახვი, ურეკი, კონჭკათი) სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემში გამოვლენილი პრიორიტეტული საკითხები. შეხვედრას ესწრებოდნენ…
CIVICS GE
Latest posts - Page 86
მარნეულში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა
2015 წლის 30 იანვარს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების 14 სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა. ახალგაზრდული ფორუმის მიზანი იყო, ახალგაზრდების მიერ თემში არსებული პრობლემების კვლევა, მათი მოგვარების გზების მოძიება. ფორუმის…
ტრენინგი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“
2015 წლის 29 იანვარს ბათუმში დაიწყო 4 დღიანი ტრენინგი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“ სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის. ტრენინგს ესწრებოდა 28 პედაგოგი აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან და მას სამოქალაქო განათლების ექსპერტი ქ-ნი ცირა თავშავაძე უძღვებოდა. ტრენინგის დროს განიხილეს სამოქალაქო განათლების სწავლების ძირითადი საკითხები,…
მოსწავლეების ვიზიტი რუსთავის იუსტიციის სახლში
2015 წლის 30 იანვარს, ქ. რუსთავისა და ახალი სამგორის საჯარო სკოლების IX-X კლასის მოსწავლეები რუსთავის იუსტიციის სახლს ეწვივნენ. რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერმა ლანა წულაიამ მოსწავლეებს იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მოსწავლეებმა მოინახულეს იუსტიციის სახლის ყველა განყოფილება, დაესწრნენ მუშაობის პროცესებს და…
ნახატების კონკურსი-გამოფენა „სახელმწიფო და ძალადობა”
2015 წლის 29 იანვარს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის 14 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, ახალციხის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში ნახატების გამოფენა მოეწყო სახელწოდებით: „სახელმწიფო და ძალადობა. კონკურსი გამოფენაზე მონაწილეობისთვის თითოეულ საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ სკოლის…
შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან აჭარის რეგიონში
2015 წლის 28 იანვარს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ტელე–რადიო კომპანიების და პრესის ჟურნალისტები. შეხვედრის დროს წარმოდგენილი იყო პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია და პროგრამაში ჩართული სალიბაურის…
„გარემოს დაცვა – მწვანე ყუთი“
2015 წლის 28 იანვარს, კერძო სკოლა “ივერონის” ბიბლიოთეკაში ჩატარდა სამოქალაქო კლუბის მიერ ინიცირებული პროექტის „გარემოს დაცვა-მწვანე ყუთი” – დასკვნითი ღონისძიება. შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მოსწავლეებმა ერთ-ერთ მწვავე ეკოლოგიურ პრობლემად ხე-ტყის გაკაფვა დაასახელეს, რაც უამრავი…
აქცია „მომავლის თაობა ირჩევს მშვიდობას“
2015 წლის 27 იანვარს, ბათუმში გაიმართა აქცია სახელწოდებით „მომავლის თაობა ირჩევს მშვიდობას“. აქციის მიზანი იყო მოსწავლეების პოზიციის დაფიქსირება ბოლო დროს მსოფლიოში გახშირებული ტერორიზმის, ომის და ძალდობის ფაქტების წინააღმდეგ. მსვლელობა, 6 მაისის პარკიდან მემედ აბაშიძის გამზირის გავლით დაიწყო. აქციის მონაწილეები ტრანსპარანტებით…
ქვემო სალარის მოსწავლეების წარმატებული თანამშრომლობა
2014 წლის 27 იანვარს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას ესტუმრნენ სადაც მარნეულის გამგებელს ბ-ნ მერაბ თოფჩიშვილს შეხვდნენენ. მოსწავლეებმა ბ-ნ მერაბს პროგრამის “მომავლის თაობა” მიზნები და საქმიანობა გააცნეს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სოფელ ქვემო…
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
2015 წლის 20-23 იანვარს თბილისის №102 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლაში, პედაგოგების დახმარებით, ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს, რომლის დროსაც პედაგოგებს და მოსწავლეებს თემატური პრეზენტაციები და ვიდეორგოლები წარუდგინეს. „თუკი თავისუფალ დროს მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებს არ მოვანდომებთ, უფრო…