2015 წლის 11 თებერვალს სამოქალაქო კლუბ “ნინევიას” წევრებმა, პროგრამა “მომავის თაობის” ფარგლებში ჩაატარეს შეხვედრა თემაზე “ქალზე ძალადობა დანაშაულია_ შ ე ა ჩ ე რ ე !” კლუბის წევრებმა თემში ჩაატარეს კვლევა, გამოიკითხა სხვადასხვა ასაკის 50 რესპონდენტი, კითხვები გენდერულ თანასწორობას ეხებოდა.…
CIVICS GE
Latest posts - Page 85
კონფერენცია ოჯახური ძალადობის თემაზე
2015 წლის 10 თებერვალს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა კონფერენცია ოჯახური ძალადობის თემაზე. კონფერენციას წინ უძღვოდა პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში ორგანიზებული ესეების კონკურსი. კონფერენციის მსვლელობის დროს წარმოდგენილი და განხილული იყო ჟიურის მიერ საუკეთესო ნაშრომად დასახელებული ბოგვის საჯარო სკოლისა და რუსთავის…
სემინარი ადამიანის უფლებების თემაზე
2015 წლის 11 თებერვალს, სიქა-ს მოხალისეებმა პოლონეთიდან, ჯანდარისა და კალინინოს აზერბაიჯანული საჯარო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებს ჩაუტარეს სემინარი ადამიანის უფლებების თემაზე. შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების დეკლარაციის შესახებ, ასევე მიმოიხილეს საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მათი შეხედულებები…
პროექტი – გადავარჩინოთ ქართული ფუტკარი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი სახელწოდებით ,,გადავარჩინოთ ქართული ფუტკარი და მეფუტკრეობა;;. პროექტს წინ უძღოდა კვლევა პოპულარული და არაპოპულარული პროფესიების გამოსავლენად, რომელიც მოსწავლეებმა სკოლაში ჩაატარეს. გამოიკითხა 120 მოსწავლე. კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდებისთვის ყველაზე პოპულარულ…
კონფერენცია ნაადრევი ქორწინების თემაზე ციხისძირში
2015 წლის 10 თებერვალს, პროგრამა ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, ციხისძირის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნათია შიბდიროვისა და სამოქალაქო კლუბ ,,სუფთა მწვანეს“ ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია ნაადრევი ქორწინების თემაზე. კონფერენციას 70-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. ეს საკითხი პრობლემას წარმოადგენს სკოლისათვის, რადგან თემშიც და…
ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების საერთაშორისო დღე
2015 წლის 10 თებერვალს კახეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა ერთობლივი საინფორმაციო აქციით აღნიშნეს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების საერთაშორისო დღე. მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები და მსვლელობა მოაწყვეს თელავის ქუჩებში. აქციის შემდეგ სასკოლო სამოქალაქო კლუბის ლიდერმა მოსწავლეებმა საკუთარ სკოლებში ჩაატარეს საუბრები უმცროს კლასელებთან,…
ტრენინგი – „ეფექტური თანამშრომლობა მედიასთან“
კახეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის ლიდერი მოსწავლეები, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, დაესწრნენ ტრენინგს „ეფექტური თანამშრომლობა მედიასთან“. ტრენინგზე მოსწავლეები გაეცნენ პრესრელიზის მომზადებას, მედიასთან ურთიერთობის დეტალებს და ეფექტური ფოტოების გადაღებას. ტრენინგის თეორიულ ნაწილს, ასევე ერთვოდა პრაქტიკული სავარჯიშოები. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარება მოსწავლეებს…
სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია სკოლაში
2015 წლის 6 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,მამულის“ წევრებმა, სკოლაში სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების პოპულარიზაციის მიზნით ვიქტორინა მოაწყვეს. ვიქტორინის ორგანიზებაში მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს სამოქალაქო განათლების, ისტორიის, გეოგრაფიის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა. უფროსკლასელები ერთმანეთს შეეჯიბრნენ…
„ადვოკატირება – სოციალური ცვლილებების საფუძველი”
2015 წლის 8 თებერვალს, საზოგადოება „ბილიკში”, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ადვოკატირება სოციალური ცვლილებების საფუძველი”. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა, ადვოკატირების არსი და მიზნები, ეფექტური ადვოკატირების კამპანია და მისი…
ტრენინგი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ
2015 წლის 30 იანვარს, საზოგადოება „ბილიკში“, პროგრამის „მომავლის თაობა“ შიდა ქართლის რეგიონის 5 პარტნიორი სკოლის 15 მოსწავლე დაესწრო ტრენინგს „რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ“. ტრენინგის მიზანი იყო ვაჟებისთვის ცოდნის გადაცემა გენდერის, ქალის და მამაკაცის გენდერული როლის, გენდერული ძალადობის,…