2015 წლის 10 მარტს, ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ჰუმანისტები” წევრებმა, ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე კედელი მოხატეს და საზოგადოებას ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდეს. ,,ძალადობა დაუშვებელია, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ, ჩვენ პროტესტის ეს ფორმა ავირჩიეთ – კედელზე შესრულებული ნახატებიც ძალადობის თემაზეა, ‘’…
CIVICS GE
Latest posts - Page 83
სამოქალაქო კლუბის წევრთა საჩუქარი ახალმოსახლეებს
2015 წლის 6 მარტს, ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 109 დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინა. ახალმოსახლეებს საჩუქარი სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ სამიზნე სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმაც გაუკეთეს – ახლადგარემონტებული ბინის სადარბაზოს კედლების გასალამაზებლად საკუთარი ნახატები გადასცეს საჩუქრად. ნამუშევართა ავტორები ბინების…
ქალთა კვირეული იმერეთში
ქუთაისში პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ ფარგლებში მოსწავლეთა ინიციატივით და მონაწილეობით ქალთა კვირეული ჩატარდა. სამოქალაქო კლუბის წევრები ფემინისტ მხატვარს ლია უკლებას შეხვდნენ, რომელიც მოსწავლეებს საკუთარ შემოქმედებასთან ერთად გენდერულ თანასწორობაზე, ქალის და მამაკაცის თანაბარ უფლებებსა და ყველა სფეროში თანასწორ მონაწილეობაზე ესაუბრა. ,,ეს ჩვენი…
პროგრამის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა
2015 წლის 10 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროექტის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის პირველი შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ქ-ნმა ნათია ჯოხაძემ, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების…
ტრენინგი – „კრიტიკული მეგობრის-პროფესიული გაზიარების ჯგუფი“
2015 წლის 6-8 მარტს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „კრიტიკული მეგობრის-პროფესიული გაზიარების ჯგუფი“. ტრენინგს უძღვებოდა ქ-ნი თეა ლობჟანიძე და მასში მონაწილეობას ღებულობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის 11 რეგიონული კოორდინატორი. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული კოორდინატორები, თავის…
„ქალი აქტიური მოქალაქე“
2015 წლის 3 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ბ–ნმა რიჩარდ ნორლანდმა შიდა ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების კონკურსის „ქალი აქტიური მოქალაქე“ მონაწილე საუკეთესო თხზულებების ავტორები დააჯილდოვა. შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას გორის მერი, შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის…
ონლაინ კონფერენციის სტუმრები – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები
2015 წლის 26 თებერვალს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში, გაიმართა ონლაინ კონფერენცია სამოქალაქო განათლების თემატიკაზე. კონფერენციის სტუმრები იყვნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები: ქ-ნი მონიკა გორზელანსკა – პროგრამის ოფიცერი და ქ-ნი შამენა გალი – სოფლისმეურნეობის ოფიცერი. ონლაინ კონფერენციის განმავლობაში ქ-ნი…
საკლასო პროექტი ,,წყალი-სიცოცხლე“
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი ,,წყალი-სიცოცხლე“ განახორციელეს. სოფელ გუთურში არ არის ცენტრალიზებული წყალსადენი და მოსახლეობა ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ ჭის წყალი სასმელად უვარგისია, თუმცა მოსახლეობა იძულებულია ის…
მომავლის თაობა გმობს ძალადობას
2015 წლის 25 თებერვალს გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში გაიმართა ღონისძიება ,,მომავლის თაობა გმობს ძალადობას“. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ძალადობის თემაზე მომზადებული ფორუმ თეატრის სპექტაკლი, რის შემდეგაც დამსწრე აუდიტორიამ იმსჯელა ძალადობის პრევენციის გზებზე. შეხვედრაზე სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ სკოლებში ძალადობის…
ესეების კონკურსი ადამიანის უფლებებზე
2015 წლის 26 თებერვალს, სახალხო დამცველის ქუთაისის ფილიალის ოფისში, ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე ესეების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართა. კონკურსში სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; იმერეთის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ფინალში კომპეტენტური ჟიურის წინაშე ესეები თავად ავტორებმა წარადგინეს. ჟიურის წევრებმა სახალხო…