2015 წლის 8 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანდარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერების ინიციატივით და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ნაადრევი ქორწინების უარყოფით შედეგებზე სასაუბროდ და თემის წევრებთან შესახვედრად მოწვეული იყვნენ ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ წევრები. შეხვედრის მოწყობა განპირობებული იყო გოგონათა ნაადრევი…
CIVICS GE
Latest posts - Page 81
მოსწავლეების ინიციატივით აღდგენილი გზა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მომავლისკენ“ მოსწავლეებმა, სოფლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს, სკოლასთან მისასვლელი გზის სავალალო მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეების შეხვედრას ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქ-ნი ფლორა ასკეროვაც ესწრებოდა. ქ-ნმა ფლორამ კლუბის წევრებს დახმარება აღუთქვა. მისი…
ოზურგეთის მზრუნველობამოკლებულ პირთა სასადილოში სამკითხველო კუთხე მოეწყო
2015 წლის 31 მარტს ოზურგეთის მზრუნველობამოკლებულ პირთა უფასო სასადილოში სამკითხველო კუთხე გაიხსნა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ოზურგეთის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების ინიციატივით. სამკითხველო კუთხეში განთავსდა მოსწავლეების ინიციატივით სკოლებში შეგროვებული წიგნები და ჟურნალები. ინიციატივას მხარი დაუჭირეს და მოსწავლეებს წიგნები…
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბის მცირე გრანტის პროექტი ,,კვამლში გახვეული ახალგაზრდობა“ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ეხება. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო აქცია მოაწყვეს. მათ დაამზადეს თემატური პოსტერები, ფლაერები და მოაწყვეს მსვლელობა სოფელში. მოსწავლეები ყველა შემხვედრს და დაინტერესებულ…
ნახატების გამოფენა აუტიზმის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა
2015 წლის 2 აპრილს ზუგდიდის არტ-გალერეაში მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლის გიგი სიჭინავას ნახატების გამოფენა აუტიზმის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და აუტიზმით დაავადებულ პირთა მიმართ ტოლერანტობის გაღრმავება. ღონისძიება, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში, სასკოლო სამოქალაქო…
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თემში
სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მცირე გრანტის პროექტი „ვიმოქმედოთ ახალგაზრდებმა – განვავითაროთ ჯანსაღი ცხოვრების უნარები“ ახალგაზრდებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს კითხვარები და ჩაატარეს გამოკითხვა მოზარდებში. გამოკითხვის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ცნობიერების დონის…
ჯურუყვეთის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა სკოლის ეზო მოაწესრიგეს
2015 წლის 15 მარტს, ჯურუყვეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით მოწესრიგდა სკოლის ეზო, დამონტაჟდა ხის სკამები, გაშენდა ყვავილნარი და დაირგა ნაძვის ხის ნერგები. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, თითოეული ნერგის მოვლა-გახარებაზე კონკრეტული მოსწავლე იზრუნებს, რაც ერთგვარი სტიმულია მათთვის, რომ უფრო გულისხმიერად…
მოსწავლეების მედიასთან თანამშრომლობა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მცირე გრანტის პროექტის “მომავლის ხმა“ ფარგლებში ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობა დაიგეგმა. მოსწავლეთა ინიციატივით მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა თემაზე „თავისუფალი მედია“. შეხვედრაში კლუბის წევრებთან ერთად სკოლის დირექცია, სამოქალაქო განათლების პედაგოგები,…
მოხალისეობის განვითარების პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ პრეზენტაცია
2015 წლის 25 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება მოხალისეობის განვითარების პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ პრეზენტაცია. პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია, მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი…