მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “ნათელი მომავალი” ინიციატივით IX-XI კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგები თემაზე “ნაადრევი ქორწინება”. ტრენინგს უძღვებოდა კლუბის მეურვე, პროგრამა “ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის” მოხალისე პედაგოგი მაკა მენთეშაშვილი. ტრენინგები იყო საინფორმაციო სახის, სადაც საუბარი მიმდინარეობდა იმ…
CIVICS GE
Latest posts - Page 78
“მოძრავი კინოფესტივალი” წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ერთობლივი ინიციატივით ტარდება “მოძრავი კინოფესტივალი. კინოფესტივალის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. 1 ივნისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, წყალტუბოში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ მოეწყო ფილმის ჩვენება. ნაჩვენები იყო ჯონ…
მრჩეველთა კომიტეტის მეორე შეხვედრა
2015 წლის 8 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის მეორე შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროგრამის პირველი წლის შედეგები და მომდევნო აკადემიური წლის მანძილზე სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი საქმიანობა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ…
ამერიკის დღეები საქართველოში
2015 წლის 3 ივნისს ამერიკის დღეების აღნიშვნა, აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ახალციხეში გაგრძელდა. რაბათის ციხეში გამართულ საინფორმაციო გამოფენას და გასართობ ღონისძიებებს აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობის წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები და სტუმრები ესწრებოდნენ. აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს, პროგრამის ”მომავლის თაობა”…
ინტელექტუალური თამაში „მე – აქტიური მოქალაქე“
2015 წლის 25 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტი“ს საკონფერენციო დარბაზში მოეწყო ღონისძიება „მე აქტიური მოქალაქე“. ღონისძიების მიზანი იყო სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აჭარის რეგიონში პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების 80მდე წევრმა და 90-მა უმცროსი კლასის მოსწავლემ. ღონისძიებაზე…
თამარ ზუროშვილი – ახალგაზრდა ბლოგერი
კისისხევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თამარ ზუროშვილი ახალგაზრდა ბლოგერია. მან მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ორგანიზებულ სოციალური მედიის ტრენინგში და შექმნა ბლოგი. შემდეგ, ტრენინგზე მიღებული ცოდნა თანატოლებს გაუზიარა. ჩაატარა ორი თანატოლგანმანათლებლის ტრენინგი, როგორც საკუთარი სკოლის, ასევე…
„სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი – 2015“
2015 წლის 24 მაისს, ახალციხეში „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი – 2015“ გაიმართა. ფორუმი სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“, დემოკრატ მესხთა კავშირის, World Vision Georgiaს ინიციატივით ჩატარდა. ფორუმში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების ხუთი სასკოლო სამოქალაქო კლუბის 25 მოსწავლე მონაწილეობდა.…
“ფოტოგრაფია ძალადობის წინააღმდეგ”
2015 წლის 20 მაისს ხაშურის დ. ყიფიანის სახელობის სკოლა- პანსიონში, მცირე გრანტის პროექტის “ფოტოგრაფია ძალადობის წინააღმდეგ” ფარგლებში ძალადობის ამსახველი ფოტოების და ესეების გამოფენა მოეწყო. პროექტი, ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად და ამისათვის პრობლემის ხელოვნებაში, კერძოდ ფოტოგრაფიაში ასახვა…
ქსოვრისის მოსწავლეების პროექტი – ,,ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე“
2015 წლის 14 მაისს ქსოვრისის საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბმა ,,ბაზისი“ ,,მცირე გრანტების“ პროექტის ,,ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე“ პრეზენტაცია მოაწყო. პროექტი თემში არსებული პრობლემის – ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, ახალგაზრდებისა და საერთოდ, თემის ცნობიერების ამაღლებას და მათი დამოკიდებულებების შეცვლას ისახავდა მიზნად.…