პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან კვლავაც აქტიურად აგრძელებენ აქციებს თბილისში, 13 ივნისის, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. აქციების შედეგად მოსწავლეები აგროვებენ თანხას, ტანსაცმელს, ჰიგიენის საშუალებებს და სხვა საჭირო ნივთებს, მონაწილეობას…
CIVICS GE
Latest posts - Page 77
აქცია აჭარაში – „ვეხმარებით თანატოლებს“
თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, აჭარის რეგიონის სალიბაურის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა წამოიწყეს საქველმოქმედო აქცია „ვეხმარებით თანატოლებს“. აქციის შესახებ ინფორმაცია კლუბის წევრებმა პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში გამართულ, აკადემიური წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოაცხადეს. მოსწავლეებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სალიბაურის №1 და ბათუმის №14 საჯარო სკოლებში…
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ლანჩხუთში აქცია დაიწყო
სამოქალაქო განათლების პედაგოგის ლადო აფხაზავას ინიციატივით თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად აქცია დილიდანვე დაიწყო. აქციის ორგანიზატორმა ლადო აფხაზავამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ლანჩხუთის მოსახლეობას მონაწილეობა მიეღოთ აქციაში. ,,11 საათზე ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შემოგვიერთდით და ერთი დღე ვიმუშაოთ მოხალისეებად სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.…
მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან
სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანებიან. თბილისში, ახალგაზრდა მოქალაქეები საკუთარ მოხალისეობრივ დახმარებას სთავაზობენ იმ ადგილებში, სადაც სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სპეციალური პუნქტებია გახსნილი, ხოლო მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაზარალებულებული მოსახლეობისთვის ტანსაცმელსა და…
მოსწავლეები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საბურთალოს რაიონის გამგეობას ესტუმრნენ
15 ივნისს, პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეები 186-ე, 29-ე და კერძო სკოლიდან ოპიზა, საბურთალოს რაიონის გამგეობას ეწვივნენ და სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შეგროვილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები და წამლები გადასცეს. მოსწავლეები ასევე ჩაერთვნენ გამგეობაში მიტანილი ჰუმანიტარული ნივთების დახარისხების პროცესში.
ჯგუფური ვიზიტი საქპატენტში
2015 წლის 3 ივნისს, პროგრამა ,,მომავლის თაობის ” ფარგლებში ჟინვალის და მისაქციელის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები ჯგუფური ვიზიტით საქპატენტს ეწვივნენ. ვიზიტში 21 მოსწავლე მონაწილეობდა. ვიზიტი შედგა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით. მასპინძლებმა მოსწავლეებს საინტერესო და სასარგებლო პროგრამა…
სამედიცინო კვლევა ჭიათურაში
2015 წლის 5 ივნისს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოქალაქო კლუბმა ,,ორთოდოქსები;;, საერთაშორისო ასოციაციის ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის;; დახმარებით, მოაწყვეს უფასო პირველადი სამედიცინო კვლევა ქალაქ ჭიათურის სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისა და განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისათვის. ასოციაციასთან…
სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გურიაში
2015 წლის 4 ივნისს, ოზურგეთში სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გააცნეს ადგილობრივ საზოგადოებას – პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. პროგრამის მიმდინარეობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა გურიის რეგიონში…