სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების 24-მა მოსწავლემ ერთკვირიანი მედია სტაჟირება დამოუკიდებელი გაზეთის “P.S.” მედია სკოლაში გაიარა. სტაჟირების პირველ დღეს მონაწილეებმა გაზეთი ,,P.S.’’-ის რედაქცია დაათვალიერეს. მათ ჩაუტარდათ მინი ლექცია მედიის დანიშნულებისა და ფუნქციის შესახებ. სტაჟირების მეორე დღეს…
CIVICS GE
Latest posts - Page 74
საქველმოქმედო აქცია – “ვეხმარებით ზოოპარკს”
2015 წლის 15 ივლისს, სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა, საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით “ვეხმარებით ზოოპარკს გამართეს. აქციის მიზანი ზოოპარკის დახმარება გახლდათ. მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთები ბუკიას ბაღში გაყიდეს და შემოსული თანხა მთლიანად ზოოპარკს გადაურიცხეს. აქციისთვის თბილისის 8…
სემინარი თემაზე „როგორ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციების დროს“
2015 წლის 18 ივლისს სიქას ლიდერმა ნათია შუკაკიძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს ჩაუტარა სემინარი თემაზე “როგორ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციების დროს”. აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა უნდა გააკეთონ სხვადასხვა კატასტროფებისა და სტიქიური მოვლენების დროს. სემინარის…
სტაჟირების მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოება
სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანისა და თაქალოს პარტნიორი საჯარო სკოლების 8 მოსწავლემ გაიარა სტაჟირების პროგრამა მარნეულის იუსტიციის სახლში. ოთხი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანელი მოსწავლეები იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ეხმარებოდნენ მოქალაქეებთან ურთიერთობაში, რათა მათ სრულად ესარგებლათ…
ონლაინ კონფერენცია საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებზე
2015 წლის 17 ივლისს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში, გაიმართა ონლაინ კონფერენცია საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებზე. კონფერენციის სტუმრები იყვნენ ბ-ნი დავით კახიძე და ბ-ნი თამაზ კვიტია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. ონლაინ კონფერენციის განმავლობაში ბ-ნი დავითი და ბ-ნი- თამაზი პასუხობდნენ…
პოეზიის საღამო ყარათაკლიის სკოლაში
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიის აზერბაიჯანული საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მცირე გრანტის პროექტის „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სკოლაზე“ ფარგლებში, პოეზიის საღამო მოაწყეს. პროექტი მიზნად ისახავდა სკოლაში ბიბლიოთეკის შექმნას და ქართული ენის სწავლების ხელშეწყობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების საზოგადოებაში ინტეგრირებას. პროექტის განხორციელებისას, მცირე…
„ბიბლიოთეკა – წიგნიერების ქვაკუთხედი“
თერჯოლის კერძო სკოლამ ,,მზეკაბანი 2007;; წარმატებით განახორციელა მცირე გრანტის პროექტი – ,,ბიბლიოთეკა წიგნიერების ქვაკუთხედი;;. პროექტის მიზანი იყო სკოლის ბიბლიოთეკის მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურით განახლება. პროექტის მონაწილეებმა მოაწყვეს აქცია ,,ერთი წიგნი სკოლას;;, თემში მცხოვრები მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები, ექიმები, მუსიკოსები თავიანთი…
მუკუზანის სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივა – ,,ერთად ვირბინოთ სხვების გადასარჩენად“
მუკუზანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ენერჯაიზერი“ მოსწავლეების ინიციატივით სოფელში სპორტული მარათონი ჩატარდა. მოსწავლეებმა ინიციატივა – მოეწყოთ მარათონი და მონაწილეობის გადასახადის (0,50 ლარი) მეშვეობით შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადაერიცხათ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს და რესურს ცენტრის ხელმძღვანელს გააცნეს. მოსწავლეთა ინიციატივას…
გასვლითი სამუშაო შეხვედრა ბორჯომში
2015 წლის 10 ივლისს, ბორჯომში გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივების შესახებ გამოცდილების გაზიარებას და სამომავლოდ ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას. სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკის…
ეკო-აქცია ბოგვის საჯარო სკოლაში
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მცირე გრანტის პროექტის „მე მიყვარს ჩემი სოფელი“ ფარგლებში, იზრუნეს თემის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. პროექტის ფარგლებში სოფელში მოეწყო სათემო ეკო-აქცია, რომელსაც მხარი დაუჭირეს თემის წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ისინი, მოსწავლეებთან ერთად,…